10 ცნობილი ქალბატონი, რომლებმაც კარიერა ეროტიკით დაიწყეს

ყველასთვის ცნობილია, რომ ჰოლივუდში თავის დამკვიდრება არც ისეთი მარტივი საქმეა, ბევრმა თავდაპირველი კარიერა ეროტიკით, მცირედი სიშიშვლით ან სულაც პორნოგრაფიით დაიწყო:

კეტრინ ზეტა ჯონსი-

ახალგაზრდა და მიმზიდველმა მსახიობმა თავისი პირველი როლი ფრანგულ ფილმში “ათას ერთი ღამე” მიიღო. ფილმი მსოფლიო კინემატოგრაფიის აღმოჩენა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ კეტრინმა თავისი სილამაზით ყველას დატყვევება შეძლო. სცენამ, რომელშიც მსახიობი შიშველი მიცურავს ნავისკენ, ყველა აღაფრთოვანა. დღეს მსახიობი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რეკლამებში კი მისი გამოჩენის ყოველი წამი 4000 ევროს უდრის.

პენელოპა კრუსი-

მას არ უყვარს ეროტიულ სცენებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ კარიერის დასაწყისში გაშიშვლდა როლისთვის ფილმში “შაშხი, შაშხი”. სასიყვარულ სცენები პენელოპას მონაწილეობით საბოლოოდ ძალიან ლამაზი და მგძნობიარე გამოვიდა. რაც მთავარია, მისი პარტნიორის როლი მომავალმა ქმარმა, ხავიერ ბარდემმა შეასრულა, რომელმაც, ცნობისთვის თვითონ დაითანხმა 17 წლის პენელოპა ამ ფილმში მონაწილეობის მიღებაზე.

ნატაშა ჰენსტრიჯი-

ნატასა მოდელი იყო და არა მსახიობი, მაგრამ როდესაც როლი შესთავაზეს ფილმში Species, დათანხმდა. ფილმში ნატაშა მკვლელი უცხოპლანეტელის როლს თამაშობს, რომელსაც ადამიანის სხეული აქვს და მის გამოჩენასაც არ ერიდება. ფილმმა მოდელის გარკვული წარმატება, ცნობადობა და 100 000 დოლარის ჰონორარი მოუტანა.

ანჯელინა ჯოლი

ახალგაზრდობაში ანჯელინა ყველასთვის მისაბაძი მაგალითი არ ყოფილა, როგორიც დღესაა. ფილმში “ჯია”, ის მოდელის როლს თამაშობს, რომელიც არ ერიდება გახდას და ნარკოტიკებზე დამოკიდებულია. ფილმმა ახალგაზრდა ანჯელინას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა, დღეს კი როლისთვის ძალიან იშვიათად შიშვლდება, პატარა სცენაში კი მილიონობით დოლარს აძლევენ.

შარლიზ ტერონი-

წარმატებული კარიერა ფილმით 2 Days in the Valley დაიწყო. ფილმში შიშველი სცენების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის და რაც მთავარია, რეჟისორების ყურადღება მიიპყრო.

დემი მური-

მსახიობმა კარიერა პორნოინდუსტრიიდან დაიწყო, ამბობენ, რომ პირველი მიღებული ჰონორარით მან პლასტიკური ოპერაციები ჩაიტარა და ახალი როლებისთვის სიშიშვლეს და სასიყვარულო სცენებს არ ერიდებოდა. ფურორი კი ნამდვილად მოახდინა ფილმში “სტრიპტიზი”.

უმა თურმანი-

15 წლის ახალგაზრდა გოგონა ნიუ იორკში ჰოლივუდის დასაპყრობად გაემგზავრა 300 დოლარით ჯიბეში. მალე მიხვდა, რომ კარიერას ჭურჭლის მრეცხავის ხელფასით ვერ დაიწყებდა და დათანხმდა როლზე ფილმში “ჰენრი და ჯუნი”, რომელსაც მრავალი შიშველი სცენის გამო პორნოფილმის სტატუსიც მიანიჭეს.

ჯეიმი პრესლი-

Poison Ivy: The New Seduction მისი პირველი ფილმი იყო. ჯეიმის თქმით შიშველ სცენებზე უარის თქმა არც კი უფიქრია, რაც უნდა ითქვას ფილმში საკმაო რაოდენობის იყო.

 

მადონა-

თავის პირველ ფოტოსესიაში პოპის დედოფალმა სულ რაღაც 10 დოლარი მიიღო, შემდეგ მსახიობობაშიც გამოსცადა როლი და პირველად მონაწიეობა ფილმში Body of Proof მიიღო, რომელშიც სიშიშვლეს არ მორიდებია, მაგრამ ფილმმა არ გაამართლა და კინოინდუსტრიაში სათანადო ცნობადობა ვერ მოუტანა.

ევა გრინი-

მისი პირველი როლი ფილმში “მეოცნებენი” ნამდვილად ეპატაჟური გამოდგა. ფილმი სკანდალურად და პროვოკაციულად შერაცხეს როგორც შიშველი სცენების, ისე სიუჟეტის გამო.

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები