10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩვენი ქვეცნობიერის შესახებ

ქვეცნობიერი – ადამიანის გონების ფსიქიკური პროცესების კომპლექსია, რომელზეც ცნობიერების კონტროლი არ ვრცელდება. ეს მოვლენა ყოველი ადამიანის განუყოფელი ნაწილია და სრულიად ბუნებრივია. თუმცა არსებობს ჩვენი ქვეცნობიერის შესახებ ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ.

ქვეცნობიერი საუბრობს ჩვენთან სიზმრების მეშვეობით (ყველაზე გავრცელებული ფაქტი)
13022338_1168028186570751_604602263_n
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, სიზმრები ქვეცნობიერის პირდაპირი მანიფესტია. ჩვენ მისი გაგება არ შეგვიძლია, რადგან მისი „ენა“ არ ვიცით. კარლ იუნგი მიიჩნევდა, რომ ქვეცნობიერი ცხოვრება სიზმრებში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გაცნობიერებული ცხოვრება რეალურ სამყაროში.

ქვეცნობიერი ჩვენი ცხოვრების 95%-ს აკონტროლებს
13020304_1168028189904084_1305842278_n
საუბარია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი სხეულის მოძრაობებზე. ჩვენ კიდურებს მყისიერად ვამოძრავებთ და არ ვუფიქრდებით, რისთვისაც მადლიერი სწორედაც რომ ჩვენი ქვეცნობიერის უნდა ვიყოთ.

ქვეცნობიერი მუდამ ყურადღებითაა
13014792_1168028183237418_1626132903_n
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ღრმა ძილში ვართ, ქვეცნობიერი განაგრძობს მუშაობას და შიდა ორგანოების მუშაობას აკონტროლებს. ის სმენაზეც აგებს პასუხს.

ქვეცნობიერს უყვარს ჩვევები
ჩვევები ბინას სწორედაც რომ ჩვენს ქვეცნობიერში იდებენ და მას ნებას აძლევენ, გონების ნებისმიერი ჩარევის გარეშე კარგად ათვისებული ქმედებების განსახორციელებლად. სიტუაციიდან გამომდინარე, ამან შეიძლება დადებითი და უარყოფითიც შედეგი გამოიწვიოს.

ქვეცნობიერი ყველაფერს ზუსტად იგებს
12988160_1168028176570752_273454716_n
ეს ძალზე მოუხერხებელია, რადგან სწორედ ქვეცნობიერი აგებს პასუხს ჩვენს შიშზე. ამიტომაც გვაშინებს საშინელებათა ფილმები, თუმცა გონებით ვხვდებით, რომ ეს სინამდვილე არ არის.

ქვეცნობიერი აწმყოში ცხოვრობს
13023696_1168028179904085_104358547_n

ჩვენ შეგვიძლია მომავალზე ვიფიქროთ ან წარსულის მოგონებებში ჩავიძიროთ, მაგრამ ქვეცნობიერი ყოველ ჯერზე გაგვახსენებს, რომ ჩვენი ადგილი აწმყოშია და ამით ჯანსაღი გონების შენარჩუნებაში გვეხმარება.
ქვეცნობიერი მიკროპროცესორის მსგავსადაა მოწყობილი
ჩვენი გონება ძალიან რთულადაა მოწყობილი, ქვეცნობიერი კი მას 100 ქულით წინ უსწრებს. ის ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ საოცარი რაოდენობის ყველა სიგნალს აღიქვამს, მონაცემებს ამუშავებს და უკან – ტვინში აგზავნის.

ქვეცნობიერი არ იყენებს სიტყვებს
13020221_1168028196570750_1377296134_n

ამის მაგივრად მას სურათები და გამოსახულებები ურჩევნია. არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარში ჩვენ მაინც შევძლებთ რაიმე ტექსტის წაკითხვას, თუმცა ქვეცნობიერიდან სიგნალი სიტყვიერი კონსტრუქციის სახით არასდროს წამოვა.

ქვეცნობიერი პირველყოფილია
13014840_1168028173237419_1444160449_n

ქვეცნობიერს არ აქვს ინფორმაცია, რომ ადამიანი ცივილიზაციაში ცხოვრობს. ის ემოციების დონეზე მუშაობს, ხშირად გვაიძულებს, გავბრაზდეთ ან შიში ვიგრძნოთ არაადეკვატურ შემთხვევებში.

ქვეცნობიერს მრავალი ამოცანა აქვს
13020033_1168028169904086_304305041_n

ჩვენთვის ძალიან რთულია, გონებაში ერთდროულად ორი ან მეტი აზრი დავაკავოთ. ქვეცნობიერი კი ასეთ ამოცანებს ძალიან მარტივად ერევა, როგორც კარგად მომუშავე კომპიუტერს სჩვევია. რთულია, წარმოიდგინო, როგორი ნელი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, თუ ქვეცნობიერი ჩვეულებრივი გონების სიჩქარით იმუშავებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები