თანამედროვე ადამიანისთვის, სექსი – ინტიმური და ძალიან პირადული საკითხია. ძველად კი სექსზე თითოუელ კულტურას განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა.
მიკრონეზია
მიკრონეზიის მცხოვრებნი, პარტნიორის სტიმულირებას ჭიანჭველის კბენით ახერხებდნენ.
ბრაზილია
ტოპინამბას ტომის წარმომადგენელი ინდიელები, ერთ დროს სქესობრივ კავშირამდე მიდიოდნენ ტყეში, სადაც სასქესო ორგანოზე აკბენინებდნენ გველს. გველის კბენის შემდეგ სასქესო ორგანო უსივდებოდათ და სექსით დაკავება საათობით შეეძლოთ.
ნამიბია
სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს ერთი უცნაური ტრადიცია აქვთ. ისინი იკეთებდნენ ერთ-ერთი სათესლე ჯირკვლის ამპუტაციას და სჯეროდათ, რომ ამით თავიდან აიცილებდნენ ტყუპი ბავშვების გაჩენას, რაც მთელი ტომის წყევლად ითვლებოდა.
კონგო
გათხოვებისას, ვიდრე ქალი ქმარს ჩაბარდებოდა, ის პირველად
ტომის ბელადთან უნდა დაწოლილიყო, ხოლო თუ ბელადი ამას ვერ გაუმკლავდებოდა, მას კვეთდნენ ტომიდან და ირჩევდნენ ახალს.
კორეა
კორეელებს პარტნიორის სტიმულირებისთვის უჩვეულო წესი ჰქონდათ. ქალები მამაკაცებს, კარგი ორგაზმისთვის, სასქესო ორგანოზე უკეთებდნენ სპეციალურ ნემსს.
ავსტრალია
ავსტრალიური ტომების აბორიგენები მეგობრის პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე დღით საკუთარ ცოლს სთავაზობდნენ. თუ მეგობარი ამ შეთავაზებაზე უარს იტყოდა, ეს დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა.
კოლუმბია
თუ რიტუალური ცეკვის დროს გოგონა რომელიმე მამაკაცს ფეხს წამოჰკრავდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მასთან სექსით უნდა დაკავებულიყო.
ირლანდია
აქ სექსის დროს პარტნიორები საცვლებს არ იხდიდნენ, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლებოდა. სექსის მიმართ ნებისმიერი ინტერესი კი სასტიკად ისჯებოდა.
ჰიმალაი
ჰიმალაის ზოგიერთ ტომში მიღებული იყო მრავალქმრიანობა. მაგალითად შესაძლოა ქალს ქმრად ჰყოლოდა ძმები. ეს ყველაფერი კი იმ იდეით, რომ არ გაჩენილიყო იმაზე მეტი ბავშვი, რამდენის გამოკვებაც დედამიწას შეეძლო.
მარკიზის კუნძული
მარკიზის კუნძულებზე ნორმად ითვლებოდა, როცა ბავშვები მშობლების სექსუალურ ურთიერთობას უყურებდნენ.
წყარო: http://www.reitingi.ge