მსოფლიოს მოსახლეობა დროთა განმავლობაში იზრდება. პატარა ქალაქები იცლება და დედაქალაქები მრავალრიცხოვანი ხდება. “კვირა+” წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქალაქს, სადაც მოსახლეობა ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული.
1. ტოკიო, იაპონია – ტოკიო ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში. მისი მოსახლეობის სიჭარბე 2030 წლისათვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს. ეს არის ქალაქი, სადაც 38,140,000 ადამიანი ცხოვრობს.
2. დელი, ინდოეთი – დელი მეორე ადგილს იკავებს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს შორის. იქ 11,007,835 ადამიანი ცხოვრობს.
3. შანხაი, ჩინეთი – ჩინეთი ცნობილია, როგორც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა. ქალაქში 24,484,000 ადამიანი ცხოვრობს. შანხაი ითვლება მთავარ ფინანსურ ცენტრად ჩინეთში.
4. მუმბაი, ინდოეთი – როგორც ხედავთ, ათეულში ინდოეთ ლიდერობს, მუმბაი, ასევე, ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია ინდოეთში. იქ 21,357,000 ადამიანი ცხოვრობს.
5. სან პაულუ, ბრაზილია – მოსახლეობის რაოდენობა 21,297,000 ითვლის. სან-პაულუ ქვეყნის ფინანსური და კულტურის ცენტრია.
6. პეკინი, ჩინეთი – პეკინი ჩინეთის სიდიდით მეორე ქალაქია მოსახლეობის მიხედვით, შანხაის შემდეგ. ის მთავარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზითა და ავტობანით ყველა მიმართულებით. ის ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტიცაა. მისი მოსახლეობა 21,240,000 აღწევს.
7. მეხიკო, მექსიკა – ლათინური ამერიკის მთავარი ფინანსური ცენტრია, რომლის მოსახლეობა 21,157,000 აღწევს. ქალაქი გამორჩეული და ექსტრაორდინალურია თავისი კულტურული დონით.
8. ოსაკა, იაპონია – ოსაკა ისტორიულად იაპონიის კომერციული დედაქალაქი იყო და დღესაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი ინდუსტრიული ცენტრი და პორტია, რომელიც ოსაკა-კობე-კიოტოს აგლომერაციის ცენტრში მდებარეობს, საერთო მოსახლეობით 20,337,000 აღწევს.
9. კაირო, ეგვიპტე – კაირო გამორჩეულია თავისი ისტორიით, კულტურითა და სიძველით. ეგვიპტის დედაქალაქში 19,128,000 ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში.
10. ნიუ იორკი, აშშ – ,,ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს.” აშშ-ში დედაქალაქზე მეტად ცნობილი და დატვირთული ნიუ იორკის მოსახლეობა 18,604,000 აღწევს.