ებრაელი ქალები უძველესი დროიდან იყვნენ ცნობილნი თავიანთი სილამაზით. ამ ერის მდიდარი ისტორიის დამსახურებით, ებრაელი ქალების გარეგნობა მეტად მრავალფეროვანია – მათ შორის არა მხოლოდ შავგრემნები, არამედ ბუნებრივად ქერებიც არიან. გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ ებრაელებს, რომელთა ნიჭი და სილამაზე ქალურობის ეტალონია.
მილა კუნისი
ამერიკელი მსახიობი. იგი უკრაინაში დაიბადა ებრაულ ოჯახში და 1991 წელს ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლია ბალერინა ლილი, რომელიც მან „შავ გედში“ შეასრულა ასევე ებრაელ ნატალი პორტმანთან ერთად.
ამანდა პიტი
ამერიკელი მსახიობი ამანდა პიტი დაქორწინებულია ამერიკელ სცენარისტსა და პროდიუსერზე დევიდ ბენიოფზე, რომელიც ასევე ებრაული წარმოშობისაა და რომელიც ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშის“ შემქმნელია.
გვინეტ პელტროუ
ამერიკელი მსახიობის მამა ებრაელია, ცნობილი რაბინების – პელტროვიჩების შთამომავალი. დედა – გერმანელია. გვინეტი თავს ებრაელად თვლის და შვილებს იუდაიზმის ტრადიციების მიხედვით ზრდის მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოფილი ქმარი და შვილების მამა – Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი ქრისტიანია.
ჯენიფერ კონელი
ამერიკელი მსახიობის მამა კათოლიკეა ირლანდიური და ნორვეგიული ფესვებით, დედა კი – ებრაელი, რომელმაც განათლება იეშივაში – ებრაელთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიღო.
გოლდი ჰოუნი
ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი. იგი 1945 წლის 21 ნოემბერს დაიბადა ვაშინგტონში. მას დედა ჰყავს ებრაელი, რომელმაც გოგონა იუდაიზმის ტრადიციების მიხედვით აღზარდა.
სკარლეტ იოჰანსონი
ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. მისი მამა დანიური წარმომავლობისაა, ხოლო დედა კი აშკენაზების შთამომავალი ებრაელია. სკარლეტი თავს ებრაელად თვლის, აღნიშნავს ებრაულ დღესასწაულ ხანუკას, თუმცა აღიარებს, რომ მის ოჯახში ყოველთვის აღნიშნავდნენ შობასაც.
გალ გადოტი
მსახიობი და მოდელი ისრაელიდან. იგი 1985 წლის 30 აპრილს როშ-ჰა-აინში (ისრაელში) დაიბადა. მისი მშობლები ისრაელის ტერიტორიაზე დაბადებული ებრაელები არიან. 2016 წელს გამოვა ფილმი „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი“, რომელშიც გადოტი კომიქსის ერთ-ერთი გმირის როლს ითამაშებს.
ნატალი პორტმანი
ამერიკელი მსახიობი დაიბადა იერუსალიმში, ებრაულ ოჯახში. ნატალის ორმაგი მოქალაქეობა აქვს: ამერიკისა და ისრაელის. იგი მოცეკვავე ბენჯამენ მილეპიედზეა დაქორწინებული, რომელიც ასევე ებრაელია ეროვნებით. მათ „შავი გედის“ გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი. მათი ქორწინება იუდაიზმის ტრადიციების მიხედვით ჩატარდა.
. ევა გრინი
ფრანგი მსახიობი. ევას დედა ასევე ცნობილი მსახიობია, რომელიც ალჟირში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. მამა შვედური და ფრანგული წარმომავლობისაა. ევა თავს ებრაელად თვლის მიუხედავად იმისა, რომ იუდაიზმის ტრადიციების მიხედვით არ აღზრდილა.
მელანი ლორანი
მელანი ლორენი ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალია. იგი 1983 წლის 21 თებერვალს დაიბადა პარიზში, ებრაულ ოჯახში.