10 ფილმი ღალატზე

ადამიანს ღალატის შემდგომ, როგორც წესი აქვს დანაშაულის გრძნობა და გამუდმებით ფიქრობს იმაზე, როგორ დამალოს და დაასრულოს ეს დანაშაული… მეორე მხრივ ძნელია გაცნობიერება რომ უღალატეს, როგორც წესი ადამიანს იპყრობს ძლიერი სევდა გაბრაზება და ნდობის დაკარგვა პარტნიორის მიმართ… წარმოგიდგენთ 10 ფილმს ღალატზე.

10. შეყვარებულები  Falling In Love

still-of-robert-de-niro-and-meryl-streep-in-falling-in-love-1984-large-picture-1024x731
ორი დაქორწინებული ქალი და მამაკაცი საშობაო საჩუქრების საყიდლებზე ხვდებიან ერთმანეთს შემდეგ მათი შემთხვევითი შეხვედრები გრძელდება მატარებელში რითაც ყოველ დღე სამსახურში მიდიან ყოველივე ეს გადაიზრდება სიყვარულში რაც წარმოშობს ოჯახურ პრობლემებს თავიანთ მეორე ნახევრებთან.


9. სიახლოვე  Closer
01-1-1024x620
მიწისქვეშა გადასასვლელის გვერდის ავლით, ელისი ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობს, რის შედეგადაც მანქანის ქვეშ ქვდება. შემთხვევით მოწმე – დენის, ის საავადნყოფოში მიჰყავს. ეს მხოლოდ მისი კეთილშობილების ბრალი არაა. ელისი ხომ ძალიან ლამაზია და ეს მისი ახლო გაცნობის შანსია.

 

8. მოღალატე  Unfaithful

fhd002UFL_Diane_Lane_024-1024x550

კონი დედა და მეუღლეა. მისმა 11 წლიანმა ქორწინებამ ედუარდთან, ვნება დაკარგა. კონი წიგნების სიმპატიურ კოლექციონერს, პოლს გადაეყრება და მასთან რომანს გააბამს. თუმცა ედუარდი მალე ეჭვს აიღებს და გადაწყვეტს მოწინააღმდეგეს აჯობოს.

7.სიკვდილის მიზეზი To Die For
MSDTODI EC008
სიუზენი თავისი არაჩვეულებრივი გარეგნული მონაცემებით შესაძლოა სუპერმოდელი და ”მის ამერიკა” გამხდარიყო, მაგრამ მას ტელევარსკვლავობა სურს, რის გამოც ყველაფერზე წავა. სიუზენი ლარის მიყვება ცოლად და კარიერას ამინდის პროგნოზის წამყვანის თანამდებობით იწყებს. ლარი, რომელსაც ნორმალური ოჯახური ცხოვრება სურს, სიუზენისთვის ბარიერი ხდება დიდებისკენ მიმავალ გზაზე. და სიუზენი მის მოშორებას გადაწყვიტავს.

6. ღალატი / Betrayal / ИЗМЕНА
02-2-1024x576

შემთხვევითი ნაცნობები შემთხვევით გაიგებენ, რომ მათი მეურლეები საყვარლები არიან. ეს ფაქტი მათ უბიძგებს ქცევისკენ რომელზეც ადრე არც კი უფიქრიათ…

5. რას მალავს სიცრუე / What Lies Beneath
10315_chto-skryvaet-lozh_or_what-lies-beneath_1024x768_www-gdefon-ru-1024x768

ერთი წლის წინ ექიმმა ნორმან სპენსერმა თავის ლამაზმან მეუღლეს კლერს უღალატა. მაგრამ ურთიერთობა არ გაგრძელდა და სპენსერის ოჯახი გადარჩენილია დანგრევისგან, კლერს ამის შესახებ არაფერი არ გაუგია. მაგრამ მალე კლერი ქმარს მოყოლას დაუწყებს საიდუმლოებით მოცული ქალის შესახებ, რომელიც მათ სახლში ჩნდება ხოლმე, ქმარი ცოლის დარწმუნებას ცდილობს რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვაა. კლერი მალე მიხვდება რომ მოჩვენება გაქრობას არ აპირებს ის ექიმისა და მისი ცოლის წასაყვანად მოვიდა.

4.მატჩ პოინტი / Match Point
match-point-2005-14-g-1024x658

წარსულში ოდესღაც ცნობილ ჩოქბურთელს კრის არც ისე სახარბიელო დრო დაუდგა.საჭიროა რამენაირად მოეწყოს ცხოვრებაში, თან ამ დროს ის თავის საუბედუროდ ნოლას შეხვდება, ტიპიურ საბედისწერო ქალს, რომლისგანაც უსიამოვნებების გარდა არაფელსია მოსალოდნელი. კრის უყვარდება ნოლა, ის კი, ამ დროს, მის მეგობარს ტომს ხვდება…

3. საიდუმლო საყვარელი / Une vieille maitresse
une-vieille-maitresse-2007-08-g-1024x765

როდის მთავრდება სიყვარული? ერთად გატარებული ღამის შემდეგ? პირველი ღალატის შემდეგ? ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ? თუ შეიძლება ის ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს და სულაც არ ქონდეს არსებითი მნიშვნელობა იმ ფაქტორს, რამდენი იყო ერთად ცხოვრებისას ჩხუბი და ღალატი, დაშორება და შერიგება…

2 მანკიერი ვნება / Arbitrage
Arbitrage_02-1024x680

რობერტ მილერი ფულის მოყვარულია,იგი მდიდარ ცხოვრებას არის მიჩვეული, ერთ დღეს მიხვდება, რომ შესაძლოა მისი ფირმა გაკოტრდეს.იგი დასახმარებლად ისეთ ადამიანს მიმართავს, რომელთანაც ადრე საქმის დაჭერას არ მოისურვებდა…

1.ზღვარზე / The Edge
The-edge-1024x576

მილიარდერი ჩარლზ მორსი მიემგზავრებიან თვის ახლგაზრდა ცოლთან ერთად, სუპერმოდელთან ალიასკაზე ფოტოსესიაზე. მოდური პროფესიონალი ფოტორეპორტიორი რობერტრ გრინი დაარწმუნა ისინი, რომ ზუსტად იქ არის ადგილი, რომელიც იდეალურია გადაღებების ჩასატარებლათ. ძებნის დროს ისინი ბევრად უფრო შორს გაფრინდებიან, ვიდრე აპირებდნენ. მათი პატარა თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის ფრინველებთან შეჯახების შედეგად და ტბაში ვარდება. პილოტი დაიღუპა, დანარჩენები გადარჩნენ… მაგრამ, ცივილიზაციისაგან შორს რა უნდა იღონო გადასარჩენად? ტყეში რომ გადასარჩენად, რომელიც სავსეა ველური ცხოველებით, მხოლოდ ერთმანეთის იმედი უნდა გქონდეს. გადარჩენამდე ცოტაც დარჩა… მაგრამ ჩარლზი დაიწყებს თავის ცოლზე ეჭვიანობას…

კომენტარები

სხვა სიახლეები