10 ფილმი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდება, თუ მოგწონს ამელი

 

 

 

 

1. „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ City Lights (1931)

12007163_606796019460838_17932551_n

 ყველა დროის კლასიკა – ფილმი, რომელიც შესულია 100 საუკეთესო ამერიკული ფილმის სიაში. პატარა უსახლკარო მამაკაცი, ხვდება ლამაზ უსინათლო გოგონას, რომელიც ქუჩაში ყვავილებს ყიდის. გოგონას ის შეცდომით მდიდარი ვაჭარი ეგონება. ერთხელ ჯიმ ქერიმ ჩარლი ჩაპლინზე თქვა: „მას შეუძლია ისე გაცინოს, რომ ხელები და ფეხები ჰაერში აქნიო“.

2. „ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“ La double vie de Veronique (1991)

11994393_606796066127500_1922642273_n

3. „სასიყვარულო განწყობა“ In The Mood For Love (2000)
12007200_606796179460822_136957733_n
ფილმის მოქმედება ჰონგკონგში ხდება, 1962 წელს. ჟურნალისტი ჩოუ მოვანი და სუ ლინჟენი, ერთი და იგივე დღეს სახლდებიან მეზობელ ოთახებში. ორივეს ჰყავს მეუღლე, რომელიც სამსახურში გვიანობამდე რჩება. სახლის მეპატრონის და მეზობლის კეთილგანწყობის მიუხედავად, ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგორბული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ფიქრებს საკუთარი მეუღლეების ერთგულების შესახებ.

4. „ათასწლეულის მსახიობი“ Millennium Actress (2001)123

ოდესღაც ტიეკო ფუძივარა იაპონიის კინემატოგრაფიის ცნობილი ვარსკვლავი იყო. მაგრამ ოცდაათი წლის წინ მოულოდნელად შეწყვიტა გადაღებები და საზოგადოებას ჩამოშორდა. მისმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა თაყვანისმცემელმა – გენია ტატიბანამ, ფუძივარაზე ფილმის გადაღება ჩაიფიქრა. მისმა ჩამოტანილმა პატარა ძველმა გასაღებმა, ტიეკოს მოგონებებს, თითქოსდა, ჩარაზული კარი გაუხსნა.

5. „ჩემი საძაგელი გოგონა“ My Sassy Girl (2001)

42

ჩარლი ახალგაზრდა და მორიდებული კოლეჯის სტუდენტია, რომელსაც არასდროს არავინ ჰყვარებია. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ის ახალგაზრდა ჯორდანს რთული, სულიერი მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება.

6. „დიდი თევზი“ Big Fish (2003)

11996952_606796242794149_1231608181_n

მომაკვდავი მამის სანახავად მშობლიურ ქალაქში ჩასული ფილმის გმირი ცდილობს, უკეთ გაიცნოს საკუთარი მშობელი. ამ მიზნით მის მიერ შეგროვებულ ცნობებს მამის ცხოვრების შესახებ მოულოდნელ აღმოჩენამდე მიჰყავთ იგი.

7. „ძმები ბლუმები“ The Brothers Bloom (2008)

11992278_606796282794145_1148268168_n

ძმები ბლუმები მსოფლიოში საუკეთესო თაღლითები არიან, ისინი მილიონერებს ატყუებენ მათ მიერ მოფიქრებული სხვადასხვა სცენარის მეშვეობით, რომელიც ვნებებზე და ინტრიგებზეა დაფუძნებული. ახლა მათ გადაწყვეტილი აქვთ ბოლო საქმე განახორციელონ. ულამაზეს, ექსცენტრიკულ, მდიდარ გოგონას, მის ცხოვრებაში საუკეთესო დრო უნდა გაატარებინონ რომანტიკულ თავგადასავალში მსოფლიოს გარშემო.

8. „წყალქვეშა ნავი“ Submarine (2010)

11999975_606796296127477_1966964664_n

15 წლის ღრმად მოაზროვნე ოლივერ ტეიტი ყველანაირად ცდლიობს, დაიწყოს ურთიერთობა თანაკლასელ მუქთმიან ეშმაკუნა გოგონა ჯორდანასთან. ამავდროულად, ოლივერის მშობლების ურთიერთობა ინგრევა და ანალოგიური პრობლემები ექმნება ჯორდანასთან.

9. „შუაღამე პარიზში“ Midnight in Paris (2011)

11992147_606796322794141_2048130111_n

რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩადის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სურს სამუდამოდ დარჩენა.

10. „საყვარელი ფრენსისი“ Frances Ha (2012)

11997017_606796382794135_1489914808_n

შავ-თეთრი ფილმი მოგვითხრობს ნიუ-იორკელ ფრენსისზე, რომელიც ცეკვავს, მაგრამ მიაჩნია, რომ პროფესიონალი მოცეკვავე არ არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები