რა თქმა უნდა, ტატუ ძალიან მაგარია, თუმცა, არა ყოველთვის. ამ სტატიაში დარწმუნდები, რომ ზოგი ტატუ არ უნდა დაიტანო სხეულზე.
1. იეროგლიფები. ჯერ ერთი, მეინსტრიმულად დამღლელია: უამრავ ადამიანს აქვს დატანილი იეროგლიფები, მეორე – იეროგლიფი შეიძლება აღნიშნავდეს აბსოლუტურ სისულელეს, მაგალითად ”მე ვარ მეძავი”, ”კატარაქტა უპირველეს ყოვლისა” და ა.შ.
2. სახელები დღეს ერთი შეყვარებული გყავს, ხვალ შესაძლოა მეორე გყავდეს, ტატუ კი დარჩება. ან როგორ აუხსნი შენს ახალ შეყვარებულს/ცოლს/შვილს, რომ ”ნაზიკო” შენი დიდი სიყვარული იყო, როცა მე-2 კურსზე იყავი.
3. ”დედა”. რა თქმა უნდა, დედისთვის ნებისმიერს ”გახევ შუაზე”, თუმცა, ასეთი ტატუები არ მოსწონთ შენს ქალებს.
4. სუბკულტურული ტატუები. რა თქმა უნდა, ძალიან ხარ გატაცებული ამ სუბკულტურით, სიმბოლოკითა და ასე შემდეგ, თუმცა, შენს 2009 წელს არავინ დაგიბრუნებს.
5. პორტრეტები. არასდროს! შენ ფოტოალბომი ხომ არ ხარ.
6. მულტფილმები. გასაგებია, რომ გიყვარს სიმპსონები, მიკი-მაუსი, ტომი და ჯერი, შესაძლოა ვინი-პუჰიც, თუმცა, ეს გოიმობაა.
7. ტატუ წელზე/მენჯზე . მგონი ხვდები რატომაც არ უნდა გაიკეთო ტატუ ამ ადგილას.
8. ტატუ ჭიპზე . არასდროს! ჯერ ერთი, ეს სუფთა ქალური ფიშკაა (ისევე, როგორც მენჯი) და მეორე – ეს არაესთეტიკურად ჩანს.
9. ტატუ სახეზე. ნუ იფუჭებ სახეს, პლუს ისიც გახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ამისთვის არ აგიყვანს სამსახურში.
10. ტატუ სასქესო ორგანოზე. არა იმიტომ, რომ ეს ვარიანტი შეგიქმნის პრობლემებს სამუშაოს მოძებნაში, არამედ ეს ძალიან მტკივნეულია.
წყარო: http://compani.in