ვერძი
მოიმატებს აგრესიულობა, ფეთქებადობა, გაღიზიანებულობა, რის გამოც გაგიფუჭდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ პარტნიორებთან (სასიყვარულოსთანაც) დაპირისპირებას, კონკურენციას. ნუ იქნებით ჭირვეული.
კურო
საკუთარი თავი და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. მოერიდეთ ძლიერი სამედიცინო პრეპარატების მიღებას. სხვა დღისთვის გადადეთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარება.
ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, ბავშვებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას. თავად მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, სპორტულ აქტივობებს.
კირჩხიბი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ლომი
საქმიანი შეხვედრების, ქალაქგარეთ მგზავრობის, აქტუალური თემების განხილვის დღეა. მშვიდად შეხვდით სიახლეებს. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. დეტალურად განიხილეთ საკითხები, რომლებიც თქვენ და თქვენს ახლობლებს აინტერესებთ.
ქალწული
მოერიდეთ ფულის სპონტანურ ხარჯვას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. მოსალოდნელია ფულის დაკარგვა. თუ აუცილებლობა არ იქნება, თანხა ბანკომატიდან არ მოხსნათ.
სასწორი
სხვა დღეებთან შედარებით აქტიური ხართ. თუმცა, მოიმატებს იმპულსურობა, დაუფიქრებელი საქციელი, რაც ფიზიკური და სულიერი ტრავმების შედეგი იქნება. კამათის დროის შეიძლება ქვა ქვაზე არ დატოვოთ. მოიკრიბეთ ძალები, რათა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე.
მორიელი
დღეს გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა მოგინდებათ, თუმცა, ეცადეთ, უარყოფითი ენერგია გულში არ დაიტოვოთ და სათქმელი, დელიკატურად, მაგრამ მაინც თქვათ. დაასრულეთ საიდუმლო საქმეებისგან, გათავისუფლდით ყოველივე დაფარულისგან.
მშვილდოსანი
პარტნიორებისა და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. საღმოს მოაწყვეთ წვეულება, რომლის მთვარი გმირი თავად იქნებით.
თხის რქა
აქტიურად იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად. თუმცა, მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ნუ იქნებით აგრესიული, მოერიდეთ კამათს.
მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. თებერვალში დაბადებულებს ახალი იდეები დაებადებათ. დანარჩენებს გაიტაცებს ისეთი სფეროები, როგორებიცაა: პოლიტიკა, საზოგადოებრივი საქმიანობა, სულიერი განათლება.
თევზები
გარშემო მყოფებთან უსიამოვნებები დილომატიურად მოაგვარეთ, მოერიდეთ კანონის დარღვევას. გაიუმჯობესეთ სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge