10 საოცნებო სამუშაო ადგილი მსოფლიოში

მენეჯერების უმრავლესობა ამბობს, რომ შემოსავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამშრომლები. თუმცა, როგორც კვლევები აჩვენებს, კომპანიის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული კმაყოფილ და ბედნიერ თანამშრომლებზე.
​ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც საკუთარ თანამშრომლებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ისინი არ ზოგავენ ბიუჯეტს და იციან, რომ კმაყოფილი თანამშრომლები მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ჩათრი სითიოთჰონგი ყოველწლიურად 400 000 ევროს ხარჯავს იმისათვის, რომ საკუთარი კომპანიის 100 საუკეთესო თანამშრომელი დასასვენებლად გაუშვას   

კომპანია Evolve-ს დამფუძნებელმა ჩათრიმ გადაწყვიტა 30%-იანი შემოსავლების ზრდა განსაკუთრებულად აღენიშნა და 100 საუკეთესო თანამშრომელს სიურპრიზი მოუწყო – ისინი საოცნებო მოგზაურობაში გაუშვა. სიურპრიზი ტრადიციად ჩამოყალიბდა. თუმცა თანამშრომლებმა არასდროს იციან, სად მიდიან სამოგზაუროდ. ადგილი ყოველთვის გასაიდუმლოებულია. მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი – მათ წინ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ელოდებათ. ლუდსახარში კომპანია BrewDog საკუთარ თანამშრომლებს შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში ერთკვირიან შვებულებას აძლევს
ოჯახის ახალი წევრი ყოველთვის ემოციებთან არის კავშირში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ კომპანია BrewDog-ის თანამშრომელი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ერთგული მეგობარი სამსახურშიც წაიყვანოთ და რაც მთავარია, თუ ის თქვენი ოჯახის ახალი წევრია, შესაძლებლობა გაქვთ ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოთ
 დენ პრაისი კომპანიის შემოსავლების ნაწილს თანამშრომლებს უზიარებს
Gravity Payments-ის დამაარსებელმა დენ პრაისმა გადაწყვიტა კომპანიის შემოსავლების ნაწილი თანამშრომლებისთვის გაეზიარებინა და მათი შემოსავალი წელიწადში 70 000$-მდე გაზარდა. დენის სიკეთე ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდა. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს 6 თვის განმავლობაში თანხა აეგროვებინათ და უფროსისთვის სიურპრიზი მოეწყოთ. დენს ოცნება აუსრულეს და ძვირადღირებული ელექტრონული მანქანა აჩუქეს.
სავჯი გოლაკიამ მიზნად დაისახა, 5 წლის განმავლობაში, კომპანიის ყველა თანამშრომელს მანქანა და ბინა აჩუქოს
Hare Krishna Exports ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდური კორპორაციაა. კომპანიის ხელმძღვანელის მიზანია მის ყველა თანაშრომელს მანქანა და ბინა ჰქონდეს. სავჯიმ 2016 წლის აპრილში, ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლებს უკვე გადასცა 1260 მანქანა და 400 ბინა.
სტეფან საგმეიერი საკუთარ თანამშრომლებს, 7 წელიწადში ერთხელ, ერთწლიან ანაზღაურებად შვებულებას აძლევს
ცნობილი გრაფიკული დიზაინერი და კომპანია Sagmeister & Walsh-ის დამფუძნებელი სტეფან საგმეიერი ფიქრობს, რომ თუ ადამიანმა ხანგრძლივი შვებულება არ აიღო, ის გადაიწვება და ნაყოფიერად ვეღარ იმუშავებს.
ლი მაქათერმა საკუთარი ოფისი ბურთების მოედნად აქცია
ლი მაქატერმა ბრიტანეთის საუკეთესო ბოსის ტიტული დაიმსახურა. მან საკუთარი ოფისი ბურთების მოედნად აქცია და ამით თანამშრომლებს განტვირთვის საშუალება მისცა. ოფისში 250 000-ზე მეტი ბურთი ღამის 3-დან დილის 8 საათამდე დაგხვდებათ.
კომპანია Hime & Co მდედრობითი სქესის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს აიღონ ერთდიანი შვებულება, თუ ისინი მეგობარ მამაკაცებს დაშორდნენ

 კომპანიის წესების მიხედვით, 20 წლის გოგონებს ერთდიანი შვებულების აღება შეუძლიათ, 25 წელს გადაცილებულებს 2-დღიანი შვებულების, ხოლო 30 წელს გადაცილებულ ქალბატონებს სამდღიანი შვებულების აღება შეუძლიათ.
კომპანია Asana საკუთარ თანამშრომლებს ორიგინალური სადილითა და შოკოლადის ასორტიმენტებით ანებივრებს
  ალექ რიოსმა საკუთარ თანამშრომელს მანქანა უყიდა
ვერონიკა სოლისი ალქეს რიოსთან მუშაობს და მისი რესტორნის შეფ-მზარეულია. ვერონიკა უფროსისათვის მაგალითის მიმცემი გახდა. მან კიბო დაამარცხა და ამით ალექსს მაგალითი მისცა – არასდროს უნდა დანებდე. თუმცა ვერონიკას ერთი პრობლემა ჰქონდა, ის სამსახურში მუდმივად აგვიანებდა, მიზეზი კი, საჯარო ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა იყო. როდესაც აღნიშნული მიზეზი უფროსთან გაამჟღავნა, ალექს რიოსმა ვერონიკას მანქანა უყიდა.
 და ბოლოს ბონუსი: სტეისი ტომპოსონი ინტერვიუს საოცნებო მამაკაცისგან იღებს

  ჟურნალისტი სტეისი ტომპსონი ინტერვიუს საოცნებო მამაკაცისგან ფლექს ლიუსისგან იღებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი პროფესია სიამოვნებას განიჭებს.

წყარო:http://1tv.ge/ge

კომენტარები

სხვა სიახლეები