10 რუსული „აფორიზმი“

 1. დროზე გაჩერება აუცილებელია, ეს განსაკუთრებით ქირურგებს და პარიკმახერებს ეხებათ;
2. ქალი, რომელიც თავის კაცურ გონებასა და ხასიათშია დარწმუნებული, მთელი ცხოვრება კაცების ნაცვლად ქალებს ხვდება.
3. დივანზე ვწევარ და საერთოდ არაფერი მსურს. წარმატებული ვხდები ბუდიზმის თვალსაზრისით;
4. მწვანე ჩაის მეშვეობით გახდომის ერთადერთი საშუალებაა ციცაბო კლდეზე მისი დაკრეფა;
5. დიდხანს უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას მექალთანე და ცოლის ჭკუაზე მოსიარულე მამაკაცი;
6. მსოფლიოში ყველაზე დიდი ტყუილი: „მე ეს წავიკითხე და სამომხმარებლო გადაწყვეტილების პირობებს ვეთანხმები“;
7. უკეთესი მომავლის ლოდინი წლების განმავლობაში ქრონიკულ ფორმაში გადადის;
8. – რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ პიროვნების გაორება გაქვთ? – და ჩვენ ორიდან რომელს ეკითხებით?;
9. სიტყვა ბეღურა არ არის. გაფრინდება – გაუფრთხილდი ჩიტის სახლს;
10. როდესაც ეშმაკებს ძალა გამოეცალათ, ბოროტმა ნათესავები შექმნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები