ცნობილია, რომ ღამის საათებში, საკვები პროდუქტის მიღება რეკომენდებული არ არის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს პროდუქტი, რომლის ღამის საათებში მიღებას მედიკოსები არათუ გვიკრძალავენ, გვირჩევენ კიდეც.
1. შავი შოკოლადი – ხალხი თვლის, რომ შოკოლადი აკრძალული პროდუქტია. რეალურად, არსებობს შოკოლადის ნაირსახეობა. დიდი განსხვავებაა რძიან, თხილიან და შავ შოკოლადს შორის. შავი შოკოლადი შაქრის მინიმალურ რაოდენობას შეიცავს და სასარგებლოა გონებისთვის.
2. მიწის თხილი – მიწის თხილი მშვენიერი წასახემსებელია, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ მარილის გარეშე მიირთმევთ
3. სუპი – სუპის ამ სიაში ხილვას ალბათ არ ელოდით. სიმართლე ისაა, რომ ცხელი სუპი ადამიანს ძალიან ამშვიდებს.
4. გოგრის მზესუმზირა, ანუ გოგრის შიგთავსი ასევე კარგი წასახემსებელია და ასევე დაგამშვიდებთ.
5. თბილი რძე და თაფლი – თბილი რძე და თაფლი სტრესის მოშორებაში დაგეხმარებათ, ეს ტკბილი ძილისთვის მშვენიერი საშუალებაა.
6. მოცვი – მოცვი შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს და ეს მშვენიერი პროდუქტია მათთვის, ვინც დიეტას იცავს.
7. ბრინჯი – ბრინჯი შეამცირებს თქვენ უძილობას და დაგეხმარებათ დაიძინოთ მშვიდად.
8. ნუში – ადამიანები, რომლებიც დიეტას იცავენ, უარს ამბობენ თხილზე. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები რომლებიც დიეტაზე ნუშს მიირთმევენ, ზუსტად ისე იკლებენ წონაში, როგორც ისინი, რომლებიც უარს ამბობენ მასზე
9. ყველი – ყველი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, ასე რომ, ღამისთვის ისიც მშვენიერი პროდუქტია.
10. ჯანჯაფილის (იმბირის) ჩაი – ეს მშვენიერი პროდუქტია დიეტისთვის, წვავს კალორიებს და გგვრით სიმშვიდეს.
სხვა სიახლეები