10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს დღე სიცრუესა და ილუზიას განასახიერებს. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ. შეუფერებელი დღეა მივლინებისთვის, ქორწინებისთვის, კომერციული გარიგებებისა და შენაძენისთვის. თქვენი წესიერება საშუალებას მოგცემთ, ახალი მოკავშირეების ნდობა დაიმსახუროთ.

კურო
კრიტიკული დღეა, როცა ილუზია და უწმინდური ძალა სინათლეს სჭარბობს. თუ რაიმეს შეძენას აპირებთ, ჯობს, ეს უფრო ხელსაყრელ დროს გააკეთოთ. დროთა განმავლობაში შეძლებთ საკუთარ თავს ოცნებების ასრულების უფლება მისცეთ, თუმცა ჯერჯერობით უნდა დაიცადოთ.

ტყუპები
პლანეტების განლაგება ისევ არასასურველია. მოსალოდნელია კონფლიქტი, რაც არაკეთილმოსურნეთა შურს ან საკუთარ ქარაფშუტობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით – ამ დღეს ემოციების მართვა ძნელი იქნება.

კირჩხიბი
შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, რაც გასაკვირი არაა, იმდენად უდიერად ეპყრობით საკუთარ ჯანმრთელობას. ეცადეთ, მეტი იძინოთ, ნაკლები ინერვიულოთ და საკუთარი რაციონი ვიტამინებით გაამდიდროთ.

ლომი
შესაძლოა, ამ დღეს დიდი ხნის დაგროვილმა საქმეებმა თავი შეგახსენოთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა ან ოჯახური პრობლემა, რომელიც სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვს. გამორიცხული არაა, რომ ოჯახის წევრებს შორის კამათი მოხდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი პოზიციები დაიცვათ. შესაძლოა, საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ.

ქალწული
ამ დღეს მთლიანად სოციალური პრობლემების მოგვარებასა და სამართლიანობის აღდგენაზე ხართ ორიენტირებული. საქმიანი ბუნება და წესიერება ადამიანებს შორის ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. შეუფერებელი დღეა მივლინებისთვის, ქორწინებისთვის და გარიგებებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ნერვიულობამ შეიძლება ავადმყოფობა გამოიწვიოს.

სასწორი
მძიმე და პასიური დღეა. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან კონტაქტი გართულებულია. გირჩევთ, საკუთარი პოზიციების გამყარებაზე იზრუნოთ და მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ტაქტის გრძნობა პირად ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანთ.

მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს ფინანსური სირთულეები შეგექმნათ და მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. ნუ შეგეშინდებათ ვალის აღების და ნუ ინერვიულებთ – ეს დროებითი სირთულეებია. ამ დღეს მთავარია, სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოთ და შინაგანი სამყარო შესაძლო უსიამოვნებებისგან დაიცვათ. მომავალ კვირას მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და ემოციური აღმავლობა.

მშვილდოსანი
მოემზადეთ პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. გამორიცხული არაა, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც თქვენს მომავალს დაუკავშირებთ.

თხის რქა
უკიდურესად არასასურველი დღეა მივლინებისთვის, შენაძენისთვის, ქორწინებისა და გარიგებისთვის. ამ დღის ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს თქვენს ხასიათსა და პარტნიორის ღირსებაზე.

მერწყული
გაორებული და წინააღმდეგობებით სავსე დღეა. მხოლოდ სულიერი წონასწორობით შეძლებთ, ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს გაუმკლავდეთ. მოსალოდნელია გარშემომყოფ ადამიანებთან თქვენი დაახლოება და მათი მხრიდან აგრესია.

თევზები
მძიმე დღეა, ამიტომ თავი შეიკავეთ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებებისგან, როგორიცაა ქორწინება და უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვა. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დღეს ნაკლები აქტიურობა გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარი სახლში გაატარეთ და პატარა, ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. მაშინვე შვებას იგრძნობთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები