10 ნიშანი იმისა, რომ “შენი ადამიანი” იპოვე

სულიერი სიახლოვის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს თუ ჰქონია შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოეცადა.
მონათესავე სული, „შენი ადამიანი“ გიქმნის ყველა პირობას, რომ თავი სრულყოფილ ადამიანად იგრძნო. მასთან ურთიერთობისას თავს ერთი მთლიანი პაზლის სურათად გრძნობ.

„შენი ადამიანი“ განსხვავდება ცხოვრების თანამგზავრისგან. ზოგიერთი ახერხებს და პოულობს ისეთ ადამიანს, ვისთანაც რჩება ცხოვრების ბოლომდე, თუმცა ის არ არის მისი ადამიანი, ვერ ამყარებს მასთან სულიერ სიახლოვეს. ასეთი ურთიერთობაც გარკვეულწილად შეიძლება იყოს ბედნიერი, თუ არსებობს წყვილს შორის ნდობა, პატივისცემა და მეგობრობა.

მეორე ნახევართან შეხვედრა, როგორც წესი, მოულოდნელად ხდება. თავიდან ასეთი გრძნობა თქვენში შფოთვას გამოიწვევს, რადგან ეს სრულიად ახალი სახეობაა ისეთი ურთიერთობის, როგორიც აქამდე არ გქონიათ გამოცდილი.

ყველაფერი უჩვეულოდ ჰარმონიულად ხდება, არსად არაა ძველი გამოცდილებისგან გამოწვეული ცუდის მოლოდინი, ტანჯვა. თქვენ თავს ხდება რაღაც ახალი. აქამდე შეუცნობელი და გამოუცდელი.

ასეთი რამ ხდება ძალიან იშვიათად და ის იმდენად რელურია, რომ აღქმაც გიჭირთ. მისი ემოციური ვიბრაციები ნებისმიერ მანძილზე გასაგებია თქვენთვის, რას გრძნობს, როგორ ხასიათზეა. ის გაძლევთ სრულ თავისუფლებას, იმოქმედოთ როგორც გაგიხარდებათ, მაგრამ ამავე დროს, შორიდან გადევნებთ თვალს. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობდით და მაშინ, როცა მიეჩვევით იმ ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება, შეიგრძნობთ ბედნიერებას და სულიერად აივსებით.

10 ნიშანი იმისა, რომ “შენი ადამიანი” იპოვე:
1. ეს ყველაფერი მოდის გულიდან, რთულია აღწერო ის განცდა და გრძნობა, რასაც მასთან განიცდი და გრძნობ. ის მეტია, ვიდრე უბრალოდ – მეორე ადამიანი.
2. ფლეშბექი.. თუ ადამიანი არის თქვენი ნახევარი, დიდი შანსია, რომ წინა ცხოვრებაში თქვენ უკვე იყავით ერთად და თქვენს თავს უკვე ხდებოდა მსგავსი რამ, მაგრამ სხვა სიტუაციაში.
3. თქვენ გიზიდავთ ერთმანეთი.. შეხვედრიხართ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთის დაწყებულ წინადადებებს ამთავრებენ? ზოგი ამას დამთხვევად ჩათვლის, თუმცა პირადად მე, „soulmate ადამიანებს“ ვეძახი მათ.
4. თქვენ გიყვართ მისი უარყოფითი თვისებებიც. იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, სულიერად ახლო ადამიანებს შორისაც კი, მაგრამ ამ ორს შორის კავშირის დარღვევა არცთუ ისე ადვილია. ისინი სხვებისგან განსხვავებით მარტივად და ადვილად იღებენ თავიანთი პარტნიორის უარყოფით ჩვევებს.
5. მათი ურთიერთობა ბევრად სერიოზულია, როგორც კარგი, ასევე ცუდი. მთავარია ბოლომდე ერთად დარჩენა და გადაწყვეტილებების ერთად პოვნა.
6. ერთად მთელი სამყაროს წინააღმდეგ. ისინი იმდენად ერთიან სხეულად გრძნობენ თავს, რომ მზად არიან წინ აღუდგნენ მთელს სამყაროს.
7. ფსიქოლოგიურად ისინი ერთ ტალღაზე არიან, სულიერად მსგავს ადამიანებს შორის ხშირად ისეთივე ფსიქიკური კავშირია, როგორც ეს ტყუპების შემთხვევაში გვხვდება. მათი გონება უნისონში მუშაობს.
8. ერთად კომფორტულად და უსაფრთხოდ ხართ.ისინი მუდამ გიჩენენ დაცულობის განცდას. თითქოს ის თქვენი და თქვენ მისი მფარველი ანგელოზი ხართ.
9. თქვენ მის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება. შენიანი სული ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც რაღაც წყენის გამო ადვილად არ წავა. ესაა ის ადამიანი, ვის გარეშეც თქვენ ვეღარ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება.
10. თქვენ თვალებში უყურებთ ერთმანეთს. Soulmate-ები საუბრისას უფრო ხშირად უყურებენ ერთმანეთს თვალებში, ვიდრე სხვა წყვილები.

კომენტარები

სხვა სიახლეები