ვერძი
შესაძლოა დღეს თქვენმა საქმიანობამ კოლეგებში ეჭვი გამოიწვიოს, მიუხედავად დაპირისპირებისა, შეძლებთ მარტო გაუმკლავდეთ ყველაფერს და სხვათა გასაოცრად შეძლოთ წარმატების მოპოვება.
კურო
ყველაფერი კანონიერების ფარგლებში მოექცევა და თქვენ დინჯი, გონივრული მოქმედებით შეძლებთ მიიღოთ ის, რისკენაც დიდი ხანია მიიწევდით და დიდ ძალისხმევას, დროს და ენერგიას ხარჯავდით.
ტყუპები
შესაძლოა ახლო მომავლისთვის საჭირო გახდეს თქვენი საბუთების მოწესრიგება. მოაწყვეთ გენერალური რევიზია, თქვენს ქაღალდებში და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ.
კირჩხიბი
მოულოდნელი სვლა საქმეების სწრაფ გადაწყვეტას მოიტანს, ყველაფერი თითქოს თქვენს სასარგებლოდ ვითარდება და უჩვეულო გზით, ყველა პრობლემა წარმატებით იჭრება.
ლომი
სამყარო უჩვეულო ხედვითა და ძალებით გაჯილდოვებთ, მთავარია ეს ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ. ირგვლივ ბოროტებას მტკიცედ უნდა შეებრძოლოთ! თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ!
ქალწული
შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ და ემზადეთ სიახლეებისთვის, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც სრულიად შეცვლის და ახლებურად დაგანახებთ ცხოვრების ჰორიზონტებს.
სასწორი
შესაძლოა, ძველი თქვენი ნამოქმედარი ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ. გააანალიზეთ ყოველივე და ყურადღება გაამახვილეთ ძველ შეცდომებზე, რათა უკვე ჩავლილიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ.
მორიელი
შესაძლოა დაუბრუნდეთ თქვენს ძველ საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა გარემოებების გამო მიივიწყეთ, ან გადაეყაროთ ადამიანებს წარსულიდან, რომელთა გახსენებაც თქვენთვის მტკივნეული იქნება.
მშვილდოსანი
ფრთხილად იყავით ურთიერთობებსა და კომუნიკაციებში, ფინანსური მოტივით შესაძლოა თავი იჩინოს გაუგებრობებმა. შესაძლოა პარტნიორმა საერთო საქმიანობიდან თავის წილი მოითხოვოს.
თხის რქა
შესაძლოა თავი იჩინოს მცირე ოჯახურმა გაუგებრობამ, რომელიც ახალ თავსატეხს გაგიჩენთ და შეცვლის თქვენს სამოქმედო განრიგსა და გეგმებს.
მერწყული
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, ნუ იქნებით გაფანტული, ეს ყველაფერი ხელს შეგიშლით საქმიანობაში სწორი არჩევანის გაკეთებასა და სწორი მიმართულების პოვნაში
თევზები
გაუთვალისწინებელი დანახარჯები ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ განწყობაზე, თუმცა ეს გაკვეთილი შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ფინანსებთან მიმართებაში.