10 თვისება მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

10 თვისება მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

1. საიმედოა – მორიელი მარტივად არავის უშვებს ახლოს. თუკი მან თქვენთან მეგობრობა განიზრახა ე.ი. მართლაც იმსახურებთ ნდობას. თავადაც ანალოგიური საქციელით გადაგიხდით სამაგიეროს.

2. ერთგულია – თუკი ჩათვალა, რომ მისიანი ხართ, ვერანაირი ცდუნება ვერ აიძულებს ღალატს და ინტრიგების ხლართვას თქვენს წინააღმდეგ.

3. აქვს კარგი იუმორის გრძნობა – მართალია, ეს უფრო “შავი იუმორია”, მაგრამ მორიელებს მართლაც უჭრით ენა.

4. არაფერს აკეთებს “ისე რა” და უგულოდ – ბუნებით მაქსიმალისტია, ამიტომ ყველაფერში და ყველგან ბოლომდე იხარჯება.

5. არ უყვარს თავის მობეზრება – მან ზუსტად იცის საკუთარი საზღვრები. ანალოგიურად იცავს იგი სხვებთან ურთიერთობაშიც საზღვრებს. არასოდეს შეგაწუხებთ ზედმეტად საკუთარი პრობლემებით.

6. სულით მებრძოლია – მისთვის არ არსებობს სიტყვა “დამარცხება”, შესაძლოა ომი წააგოს ოღონდ დროებით, მაგრამ ყველა ბრძოლიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოდის.

7. იცავს თავის საკუთრებას – იქნება ეს ოჯახი, მეგობრები თუ საყვარელი, ადამიანი მორიელი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს იმას, ვისაც უერთგულებს.

8. საშიში მტერი და საიმედო მეგობარია – მან კარგად იცის ადამიანების ცნობა. თუკი სიკეთის გაკეთება განიზრახა, ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა ბოროტებაზე პასუხის გაცემაც ასევე არასოდეს ავიწყდება.

9. ყოველთვის შეუძლია ავისა და კარგის გარჩევა – მიებარეთ მას. ცხოვრებას საუკეთესოდ გასწავლით.

10. აქვს ძლიერი ინტუიცია – გარდა გონიერებისა, გააჩნია აღქმა, რომელსაც იგი ინტუიციას უწოდებს. თითქოს კანით გრძნობს ადამიანებს და მისი ეს ნიჭი ხშირად გამოგადგებათ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები