ვერძი
მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, განსაკუთრებით მამაკაცი ვერძები. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ქალები თავს დაქანცულად, გაღიზიანებულად იგრძნობენ. ეცადეთ, არ გაიფუჭოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა.
კურო
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ფულის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.
ტყუპი
დღეს ახალი საინტერესო წინადადებებით მოგმართავენ. განსაკუთრებით გაუმართლებთ შემოქმედებით სფეროში მომუშავე ტყუპს. მეტად თავდაჯერებულად და ოპიმისტურად უნდა განეწყოთ.
კირჩხიბი
დღეს მიღებული შეტყობინება დღის გეგმებს თავდაყირა დაგიყენებთ. მშვიდად იმოქმედეთ და გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღეთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
ლომი
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ახალი წამოწყებებისგან. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით აკონტროლეთ პარტნიორები. ქალი ლომი განსაკუთრებით ეჭვიანი გახდება პარტნიორის მიმართ, რასაც შეიძლება უსიამოვნება და დაშორებაც კი მოჰყვეს.
ქალწული
ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ, არაფერი დაგეგმოთ. შეეხმიანეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. საღამოს ან კულტურული დასვენება მოიწყვეთ, ან ბავშვებთან ერთად გაატარეთ დრო.
სასწორი
რთული და დაძაბული დღე გელით, სამსახურის საქმეებს საოჯახო საკითხების მოგვარება უნდა შეუთავსოთ. ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ. ზედმეტი ემოციების გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.
მორიელი
გადაღლილი და გაღიზიანებული ხართ. გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად – პრეტენზიული. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ალკოჰოლის მიღებას. უსიამოვნებები საყვარელ ადამიანთან მშვიდობიანად მოაგვარეთ. არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან.
თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მარტივად მოაგვარებთ საოჯახო საკითხებს. ზოგიერთს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. მამაკაც თხის რქებს საბედისწერო შეხვედრა ელით.
მერწყული
შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. შესაძლოა მათგან თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
თევზები
ეს დღეს სახლს, ოჯახს უნდა დაუთმოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ქალ თევზებს სასიამოვნო ცვლილებები ელით პირად ცხოვრებაში. ისეთ ადამიანს შეხვდებიან, რომელიც მუდამ იზრუნებს მათზე.
წყარო: http://www.astrologi.ge