10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ, წაიკითხეთ საინტერესო ლიტერატურა და რაც მთავარია, გამოიძინეთ.

კურო
ორშაბათს დასვენებული და ენერგიული უნდა შეხვდეთ. ამიტომ დღე დაისვენეთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

ტყუპი
დილიდან ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. კარგი დღეა მგზავრობისთვის და მეგობრებთან შესახვედრად.

კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრეთ, ერთად მოამზადეთ სადილი; საღამოც რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ლომი
მეტად დაისვენეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებისა და შებოლილი პროდუქტების ჭამას.

ქალწული
კარგი დღეა პროდუქტების შესაძენად, გარდერობის გასაახლებლად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
დღე დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. საღამოს მიიღეთ არომატული აბაზანა.

მორიელი
თუ სურვილი გექნებათ მეგობრებს უმასპინძლეთ ან თავად ესტუმრეთ მათ. დღის ძირითადი ნაწილი კი კითხვას, პასიურ დასვენებას მოანდომეთ.

მშვილდოსანი
სტუმრად წასვლა ან საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობა მუშაობასა და საოჯახო საქმეების შესრულებაზე უკეთესია.

თხის რქა
კარგი დღეა აბანოს, მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

მერწყული
გამოძინება და დასვენება გსურთ, ამიტომ, მოიმარაგეთ გემრიელობები, საინტერესო წიგნები და ფილმები.

თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ, საქმეები, მოვალეობები და დღევანდელი დღე პასიურ დასვენებას დაუთმეთ. კარგი დღეა მასაჟისა და კონტრასტული შხაპისთვის.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები