10 წლიანი პატიმრობა და ჯარიმა – როგორ ისჯებიან ნასვამი მძღოლები სხვადასხვა ქვეყანაში

521
SHARE

ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზად საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. მხოლოდ 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა.

საინტერესოა, რა სასჯელებია გათვალისწინებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ. წარმოგიდგენთ სასჯელთა ჩამონათვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში:

ავსტრალია: ნასვამი მძღოლების სახელები ეგზავნებათ ადგილბრივ გაზეთებს და იქ იბეჭდება წარწერით “მთვრალი და დაპატიმრებული”.

მალაიზია: ნასვამ მძღოლს აპატიმრებენ და თუ დაქორწინებულია, მეორე ნახევარსაც ციხეში სვამენ

სამხრეთ აფრიკა: 10 წლიანი პატიმრობა და ჯარიმა 10 000 დოლარის ოდენობით.

თურქეთი:ნასვამი მძღოლი პოლიციას ქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით გადაჰყავს და აიძულებენ, უკან ფეხით დაბრუნდეს ესკორტის თანხლებით.

ნორვეგია: სამი კვირა ციხეში მძიმე სამუშაოები, ერთი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა. თუ ნასვამი მძღოლი მეორედ აღმოჩნდება მსგავს მდგომარეობაში, მართვის მოწმობას ცხოვრების ბოლომდე დაკარგავს.

ფინეთი და შვედეთი: ერთწლიანი პატიმრობა და მძიმე სამუშაოები

რუსეთი: მართვის მოწმობა მძღოლს ცხოვრების ბოლომდე ჩამოერთმევა

ინგლისი: ერთი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა, 250 დოლარის ოდენობის ჯარიმა და ერთწლიანი პატიმრობა

საფრანგეთი: მართვის მოწმობის სამი წლით ჩამორთმევა, ერთწლიანი პატიმრობა და 1 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა

პოლონეთი: პატიმრობა, ჯარიმა და ლექციებზე იძულებითი დასწრება

ტაივანი: თუ მთვრალი მძღოლი გამოიწვევს სერიოზულ დაზიანებებს ან სიკვდილს, მართვის მოწმობა სიცოცხლის ბოლომდე ჩამოერთმევა, ან შესაძლოა საქმე სიკვდილით დასჯამდეც მივიდეს

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი