10 წვრილმანი, რომელიც მიგახვედრებთ, რომ მას უყვარხართ

122
SHARE

სიყვარულში გამოტყდომა ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ძალიან უჭირს, თუმცა, შეყვარებული ადამიანი, ხშირად აკეთებს ისეთ რაღაცებს, რითიც აღნიშნულის მიხვედრა არც თუ ისე რთულია. ვისაუბროთ 10 წვრილმანზე:

  1. ის ხანდახან ისე გიყურებთ, თითქოს ლატარეაში მოგიგოთ

ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ სავარძელში საღამურით ზიხართ, ჩიფსის შეკვრა გიჭირავთ და არც თუ ისე ესთეტიური ვარცხნილობა გაქვთ. ასეთი გამოხედვა ყველაფერს ნიშნავს.

  1. ის გიყვებათ იმას, რაც არავისთვის მოუყოლია

თუ მან რაღაც ისეთი საიდუმლო გაგიმხილათ, რომელსაც არავის არასდროს უყვება, ეს დიდი სიყვარულის მანიშნებელია.

  1. ხანდახან მოულოდნელად გკოცნით

ასეთი მოულოდნელი კოცნა ძალიან სასიამოვნოა და ის უდიდეს გრძნობაზე მიუთითებს.

  1. მას კარგი ურთიერთობა აქვს თქვენს ოჯახთან

დადის მამათქვენთან ერთად სათევზაოდ, ურეკავს თქვენს ოჯახის წევრებს და კითხულობს მათ? იცოდეთ, რომ თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ.

  1. მას ყოველთვის ახსოვხართ

მაშინაც კი, როცა ის ძმაკაცებთან ერთად არის და მეგობრის ძაღლის ფოტოს გიგზავნით – მის სიყვარულში დარწმუნებული უნდა იყოთ.

  1. უსმენს თქვენს აზრს

ასეთ შემთხვევაში, თუ ის სახლში იმ მაისურს მაინც იცვამს, რომელიც არ მოგწონთ, ყურადღება არ მიაქციოთ, სერიოზულ საკითხებში თქვენს აზრს აუცილებლად გაითვალისწინებს.

  1. ცვლილებებისას არ ავიწყდებით

შესთავაზეს უკეთესი სამსახური და მომენტალურად გაუწყათ ახალი ამბავი? იცოდეთ, რომ თქვენზე ძვირფასი მისთვის არავინაა.

  1. პროდუქტების საყიდლად თქვენთან ერთად დადის

მაშინაც კი  თუ ერთად არ ცხოვრობთ, ან მაღაზია შორს არის და ის მაინც თქვენთან ერთად მოდის და გეხმარებათ – ეს ბევრ რამეზე მიუთითებს.

  1. თქვენ მასთან ყველაფერზე საუბარი შეგიძლიათ

თუ თავს იმდენად კომფორტულად გრძნობთ, რომ მისგან დაფარული გქონდეთ რაიმე, არ გსურთ, იცოდეთ, რომ დიდ გრძნობაზეა საუბარი.

  1. თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი

აღნიშნულ წვრილმანს, თუ მოინდომებთ, მის ნებისმიერ ქმედებაში ამოიცნობთ.

FB კომენტარები

კომენტარი