10 ცნობილი ბრენდი, რომლის დასახელებაც გარკვეულ შინაარსს ატარებს

233
SHARE

კომპანიის დასახელება ბრენდის განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ვინაიდან ჟღერადი სიტყვა ყოველთვის შესამჩნევია უამრავ კონკურენტს შორის. კრეატივის სპეციალისტები უკვე დიდი ხანია, მდიდრდებიან ე.წ. ნეიმინგით – სავაჭრო მარკისთვის ორიგინალური სახელის მოფიქრებით.
ალბათ, არ უნდა გაგიჭირდეთ ათიოდე ბრენდის ამოცნობა ლოგოტიპის მიხედვით, მაგრამ აბრევიატურის გაშიფრვა არც ისე ადვილი იქნება მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვხედავთ და ვკითხულობთ მათ დასახელებებს აბრებზე. ზოგს მათი სწორად წარმოთქმაც კი უჭირს.

IKEA

IKEA — ეს არ არის რაიმე შინაარსის მქონე სიტყვა, ეს, უბრალოდ, კომპანიის დამაარსებლის – ინგრვარ კამპრადას ინიციალების აბრევიატურაა​ (IK), Elmtaryd (E) მისი საოჯახო ფერმის დასახელებისა და ახლომდებარე სოფლი სახელის Agunnaryd (A) პირველი ასოები.

Adidas

გავრცელებული მითის თანახმად, Adidas-ი იშიფრება, როგორც All Day I Dream About Sports, რაც ითარგმნება – “მე ყოველდღე სპორტზე ვოცნებობ”. სინამდვილეში, Adidas-ი მოიცავს მისი შემქმნელის სახელსა და გვარს – ადოლფ დასლერს, რომელსაც მოფერებით ადი-ს ეძახდნენ.

BMW

ასეთი მასობრივი დასახელების დატევა ლოგოზე არ არის ადვილი, ამიტომ მოტორის ბავარიული ქარხნები ინიციალების მიღმა დაიმალნენ -BMW.

Lego

საბავშვო კონსტრუქტორების მწარმოებელმა ბავშვებისთვის ინსტრუქცია ბრენდის დასახელებაში დამალა და სიტყვა შეამოკლა -«leg godt» რაც ნიშნავს – “ითამაშე კარგად”.

Pepsi

Pepsi-ს მწარმოებელმა სასმელს სამკურნალო თვისებები მიაწერა, ვინაიდან მის შემადგენლობაში პეპსინი შედი, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. მაგრამ არ ღირს ამჟამინდელ კოლაში დადებითი თვისებების ძებნა, ვინაიდან 330-გრამიან ქილაში 30 გრამი შაქარია…

JBL

აუდიოტექნიკის მწარმოებელი კომპანია დღემდე ატარებს მისი დამაარსებლის, ჯეიმს ბულლოუ ლენსინგი სახელს. ამ ადამიანის ისტორია ძალიან სამწუხაროა: ის შესანიშნავი ინჟინერი იყო, მაგრამ – ცუდი ბიზნესმენი. საქმეები ცუდად მიდიოდა და, მოგების არარსებობისა და დიდი ვალების გამო, ჯეიმსმა თავი მოიკლა.

Asus

ბრენდს დასახელება ბერძნულმა მითოლოგიურმა ცხოველმა – Pegasus (პეგასი) მიანიჭა. კომპანიამ მხოლოდ ბოლო რამდენიმე ასო აიღო, რათა სიაში ანბანის მიხედვით პირველივე ყოფილიყო.

Google

თავდაპირველად, კომპანია Google-მა დასახელებაში დაიწერა BackRub, მაგრამ მოგვიანებით სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა ცოტათი შეცვალეს დასახელება (googol) .

Intel

თითქოს და ჩვეულებრივი დასახელებაა, არაფერია გასაშიფრი. სინამდვილეში, ამ აბრევიატურის მიღმა იმალება დასახელება – Integrated Electronics.

HP

ვფიქრობ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ HP იშიფრება, როგორც Hewlett-Packard – ბრენდის შემქმნელების გვარებად. მეგობრებმა გვარების თანმიმდევრობა მონეტის აგდებით განსაზღვრეს.

FB კომენტარები

კომენტარი