10 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღების დროს, უმრავლესობა უშვებს

1074
SHARE

შხაპი – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მომადუნებელი პროცედურაა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი რამ, რომლის კეთებასაც ჩვენ დაჩვეულები ვართ, შხაპის მიღების დროს, უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვს. დერმატოლოგები გვირჩევენ გადავეჩვიოთ მავნე ჩვევებს, თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი თმა და კანი. 10 ჩვევა, რომელიც სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ:
2016080218062773439 (1)1. ფეხის სკრაბის გამოტოვება იმისთვის რომ მავნე ბაქტერიების და სოკოს გაჩენისგან თავი დავიზღვიოთ, უბრალოდ არ უნდა დავიბანოთ ფეხები. აუცილებელია საპნით დაბანა, პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის გამოყენება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის მოცილებას თითებს შორის და დაბანის შემდეგ, აუცილებელია კარგად გამშრალება.
2. ღრუბლის დატოვება აბაზანაში ბევრი სველ ღრუბელს აბაზანაში ტოვებს2016080218072773439 და მისთვის სპეციალური საკიდი ან თარო აქვს. მაგრამ, ამის გაკეთება არ შეიძლება. მაღალმა ტენიანობამ შესაძლებელია ბაქტერიების სწრაფი ზრდა და ობის განვითარება გამოიწვიოს. ღრუბელზე, ბანაობის დროს, კანის მკვდარი უჯრედები რჩება, რაც იდეალური გარემოა მავნე ბაქტერიების გამრავლებისთვის. კარგად გარეცხეთ ღრუბელი და ისეთ ადგილზე დაკიდეთ, სადაც სწრაფად გაშრება.
20160802180817734393. პირსახოცით კანის ძლიერი დაწოლით გაწმენდა შეიძლება ამაზე არც დაფიქრებულხართ. მაგრამ როდესაც მეტისმეტად ინტენსიურად იმშრალებთ სხეულს შხაპის შემდეგ, ეს კანზე ისევე მოქმედებს, როგორც ზუმფარის ქაღალდი (შკურკა) ავეჯზე. ასეთი მოქმედება აზიანებს დარბილებულ კანს და შეიძლება მისი გაღიზიანებაც გამოიწვიოს. გამოიყენეთ რბილი პირსახოცი. შხაპის შემდეგ სხეული არ გაიწმინდოთ, უბრალოდ მიიდეთ პირზახოცი კანის სველ ადგილებზე მსუბუქი დაჭერით და არავითარ შემთხვევაში არ გადაისრიალოთ კანზე.
4. თავის დაბანა ყოველ დღე ბევრი დაჩვეულია თავის დაბანას ყოველ დღე.2016080218100073439 მაგრამ, დერმატოლოგებმა გამუდმებით გვაფრთხილებენ ამ ჩვევის მავნებლობის შესახებ. როგორც ექიმები ამბობენ, მას ვისაც თხელი და რბილი თმა აქვს, თავი მხოლოდ კვირაში 2-ჯერ უნდა დაიბანოს. თავის მეტისმეტად ხშირად დაბანა, არღვევს თავის კანიდან ცხიმების ბუნებრივი გამოყოფის რეჟიმს, რაც წყლის ბალანსის დარღვევას იწვევს.
20160802181029734395. დამატენიანებელი საშუალებების მოგვიანებით მოხმარება შხაპი მოდუნებას იწვევს და აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობას დასვენების სურვილი უჩნდება. ამის გამო, დამატენიანებელ საშუალებებს მოგვიანებით იყენებენ, რაც დიდი შეცდომაა. დამატენიანებლის დატანა კანზე, აბაზანიდან გამოსვლისთანავე უნდა მოხდეს, ვიდრე კანი ჯერ კიდევ ნესტიანია.
6. ვარჯიშის შემდეგ, შხაპის მიღების საღამოსთვის გადადება ვარჯიშის2016080218112273439 შემდეგ, შხაპის მიღება აუცილებელია. და ეს უბრალო ჰიგიენური პროცედურა არ არის, რომელიც ოფლის სუნს აქრობს. ოფლის ნარჩენებმა შეიძლება მავნე ბაქტერიების გამრავლებას შეუწყოს ხელი, რაც შემდეგ ფერიჭამიების ან გამონაყარის გაჩენას იწვევს.
20160802181159734397. ხანგრძლივი შხაპი ბევრს უყვარს ცხელი შხაპის ქვეშ დიდი ხნის მანძილზე ყოფნა და თვლის რომ ეს სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მაგრამ, ხანგრძლივმა შხაპმა, შეიძლება კანიდან, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ტენი გამოდევნოს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ შხაპის ქვეშ 10–15 წუთზე მეტი დრო არ გავატაროთ.
8. კონდენციონერის (ბალზამის) წასმა თავის ზედა ნაწილზე როდესაც თავს2016080218125273439 ვიბანთ, ბალზამის დატანას ვიწყებთ თავის ზედა ნაწილიდან. მაგრამ, ეს დიდი შეცდომა არის, რამაც შეიძლება, ზედმეტი ცხიმის დაგროვება გამოიწვიოს კანზე. უმჯობესია, თუ ბალზამის დატანისას, უფრო მეტ ყურადღებას თმის სიგრძეს და ბოლოებს მიაქცევთ და არა თმის ძირებს.
20160802181334734399. ცივი შხაპის გამოტოვება ბევრი ადამიანი ცხელი შხაპის შემდეგ, პირდაპირ გადადის სხვა კოსმეტიკურ პროცედურებზე. მაგრამ, ცივ შხაპს, თუნდაც ორიოდე წამით, უდიდესი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. უბრალოდ, აბაზანიდან გამოსვლის წინ, გადაივლეთ ცივი წყალი. ეს მატონიზირებელი საშუალებაა და იმუნიტეტსაც აძლიერებს.
10. გრძელი თმის პირსახოცში შეხვევა ეს კიდევ ერთი მეტად გავრცელებული2016080218141973439 და მავნე ჩვევაა, რომლის გამო, ძლიერ ზიანდება თმა. შეხვევის გარდა, თმისთვის ასევე მავნებელია, თმის გამშრალება პირსახოცის ხახუნით. შხაპის მიღების შემდეგ, ზედმეტი ტენს მოსაცილებლად, თმა უნდა გაწუროთ ხელის მოჭერით. მოკლე თმის შემთხვევაში, პირსახოცი მოიხვიეთ თავზე და ხელის მსუბუქი დაჭერით გაიმშრალეთ.

წყარო: intermedia.ge

FB კომენტარები

კომენტარი