10 ყველაზე სტრესული პროფესია

643
SHARE

ბევრი ჩვენგანი სამსახურის არჩევისას არა მარტო ანაზღაურებაზე, არამედ იმაზეც ფიქრობს, თუ რამდენად კომფორტულად იქნება ის სამსახურში. სამსახური შესაძლოა, ერთ დიდ თავის ტკივილად და სტრესულ ადგილად იქცეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მოექცნენ ჩარჩოებში, ვადებში, დაძლიონ შრომატევადი გამოწვევები და წარმატებულად იმუშაონ სტრესულ გარემოში.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას.

10. ავიადისპეტჩერი

12722163_1126766194034890_1117244029_n
ავიადისპეტჩერის საქმიანობა რთულია. მართალია მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მაგრამ ის, ამასთანავე, პასუხისმგებლობას იღებს სხვათა სიცოცხლის შესახებ. ის ზის ჩაბნელებულ ოთახში და თვალ-ყურს ადევნებს ეკრანს, რომელზეც თვითმფრინავის მოძრაობა სჩანს. რთულია ამ საქმეს მხიარული უწოდო.

9. ღონისძიების ორგანიზატორი

12713892_1126766237368219_1978796012_n
წარმოიდგინეთ, გეგმავთ ქორწილს, რომელზეც უამრავი ხალხია მოწვეული, ნეფე-დედოფალი კი ყველაზე მაგარი ქორწილის მოლოდინშია. ოჯახი ფულს აგროვებს ქორწილისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ამ საღამოს ორგანიზებისთვის თქვენ ანაზღაურება მოგცეთ. თან შიშობენ, რომ ფული ტყუილად არ იყოს გადაყრილი. შემდეგ კი ყველაფერი სხვანაირად მიდის და მთელი ნეგატივი თქვენს მიმართ მოდის. ეს ძალიან სანერვიულო და სტერესული საქმეა.

8. სასწრაფო დახმარების დისპეტჩერი

12674243_1126766397368203_1321820511_n
ყოველ ჯერზე, როდესაც ტელეფონი რეკავს, თქვენ უკვე იცით, რომ ვიღაც ადამიანს პრობლემა აქვს ან ხიფათს გადაეყარა. რამე შეემთხვა მას ან მის ახლობელს. ეს თავისთავად სტრესში გაგდებს ადამიანს.

7. შახტაში მომუშავე ადამიანები

12695972_1126766590701517_1383327778_n
მეშახტე მუდმივად მიწის ქვეშაა და იქ ძალიან რთულ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს. იქ არცთუ კარგი ჰაერია. ყოველთვის არსებობს უბედური შემთხვევის რისკი. მაგალითად, ჩინეთში მეშახტეების ჯგუფი მიწის ქვეშ ჩარჩა, მათ გამოსავლელი დაებლოკათ.

6. სოციალური მუშაკი

12665591_1126766810701495_151713118_n
ძალიან რთულია დაეხმარო მას, ვინც დახმარებაზე უარს ამბობს და თვლის, რომ მას დახმარება არ სჭირდება. სოციალური მუშაკების დახმარების ობიექტები უმტესად სწორედ ასეთი ადამიანები არიან. მათ ძალიან ბევრ სირთულესთან უწევთ შერკინება და სტრესულია მათი სამუშაო.

5. სამედიცინო მუშაკი

12666516_1126767060701470_1741849366_n
მედიცინის მუშაკები, დაწყებული ქირურგებით, დამთავრებული ექთნებით პასუხისმგებლობას იღებენ სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. აქვე უნდა გავითვალისწინოთ მათი მძიმე გრაფიკიც და მცირე ანაზღაურებაც. ისინი ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პროფესიის წარმომადგენელები არიან.

4. სკოლის მასწავლებელი

12650663_1126767590701417_1627502604_n
მასწავლებლები მუდმივ სტრესში არიან. ხშირად ხდება, რომ პედაგოგები მოსწავლეების თავდასხმის ობიექტებიც ხდებიან. ამას გარდა, ისინი მუდმივად თვალ-ყურს ადევნებენ მოსწავლეების ქცევას, იხარჯებიან მათთვის მაქსიმალურად.

3. სატელევიზიო ან რადიოგადაცემის წამყვანი

12650244_1126769427367900_417106053_n
სატელევიზიო ან რადიოს გადაცემის წამყვანი მუდმივ სტრესში იმყოფება. მათ შორის მეტი სტრესი სწორედ ტელევიზიაშია. აუცილებელია, რომ წამყვანი გამართულად საუბრობდეს, იცნობდეს მოვლენებს, იყოს კორექტული ნებისმიერ გარემოებაში. აუცილებელია ასევე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, რადგან კამერა რამდენიმე ზედმეტ კილოგრამთანაც კი დაუნდობელია.

2. პილოტი

12659816_1126770280701148_1521876420_n
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ვითარდება და პილოტის პროფესია უფრო მარტივი გახდა, ის მაინც ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ პროფესიად რჩება. პილოტი პასუხისმგებლობას იღებს მგზავრების სიცოცხლეზე. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე გამოწვევებს და ტერორიზმს, მათი ფრენა შეიძლება ტრაგედიითაც დასრულდეს.

1. მეხანძრეები

12665771_1126771097367733_714694941_n
მეხანძრის პროფესია თავიდან ბოლომდე სტრესია. აუცილებელია მეხანძრეს კარგი ფიზიკური მომზადება ჰქონდეს, შეეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ძალიან რთულია, ჯერ გაარჩინონ საკუთარი თავი და შემდეგ განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენა შეძლონ.

FB კომენტარები

კომენტარი