10 ფილმი, რომელიც იმაზე მეტ კითხვას გიტოვებთ, ვიდრე ელით

319
SHARE

იანვარი საუკეთესო დროა ფილმების სანახავად. ჩვენ ტოპ 10 ფილმს გთავაზობთ, რომლებიც აუცილებლად დაგაფიქრებთ

The Giver – დამრიგებელი

ახალგაზრდა ჯონასი ცხოვრობს სრულყოფილ, ცივილიზებულ საზოგადოებაში, სადაც აღარ არის ომები, ტკივილი, ტანჯვა, სიხარული და მოგონებები. თითოეული წევრისთვის აქ განსაზღვრულია არსებობის სრულყოფილი წესრიგი და გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია.

Leaving Las Vegas – ლას ვეგასის დატოვებისას

თუკი მთელი ცხოვრება კოშმარად გეჩვენება, თუ გადაბმული ბახუსი საბოლოოდ ანგრევს შენს კარიერას სერიოზულ ფირმაში, შესაძლოა აქვს კიდევაც აზრი ყველაფრის განადგურებას, რაც წარსულთან გაკავშირებს. რათა ახალი ცხოვრება დაიწყო.

Coherence – კავშირი

ასტროლოგიური ანომალიების ღამეს რვა მეგობარი საღამოს ვახშმად იკრიბება. ისინი ხდებიან უცნაური და მისტიკური ამბების მონაწილეები.

The Final Cut – საბოლოო მონტაჟი

მომავალში, ყველა ადამიანის ტვინში მიკროჩიპი ჩამონტაჟდება, რომელიც ჩაიწერს ყველაფერს, რასაც ადამიანი ხედავს და ესმის მთელი ცხოვრების მანძილზე. სიკვდილის შემდეგ კი, პროფესიონალი დამმონტაჟებელი ჩანაწერიდან უსიამოვნო მომენტებს წაშლის, რადგანაც დაკრძალვისთვის მის ბიოგრაფიაში მხოლოდ სასიამოვნო ამბები დარჩეს. დამმონტაჟებელი – ალან ჰეკმანი, დარწმუნებულია, რომ ამით ადამიანს ცოდვებისგან ათავისუფლებს.

Dot the I – წერტილები I-ს თავზე

ფილმი მოგვითხრობს სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ, რომელიც ესპანელი ქალის ირგვლივ ტრიალებს. მან საქმროსთან ერთად მშვიდი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, თუმცა ქორწილის წინ ძველი ვნებიანი რომანი ახსენებს თავს.

Changing Lanes- შეცვლილი გზები

ორი ადამიანის, ადვოკატისა და სადაზღვევო აგენტის გზები მოულოდნელად გადაიკვეთნენ საავტომობილო ავარიისას. ეს შეხვედრა მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ორივე მათგანის ცნობიერებაში, რადგან ფილმის ბოლოს ორივე გმირი ახალი მორალური და ეთიკური პრინციპებით იწყებს ცხოვრებას.

The Limits of Control – კონტროლის ზღვარი

ფილმში საუბარია ამოუცნობი დამნაშავის შესახებ, რომელიც ცდილობს ესპანეთში რაღაც საქმე დაასრულოს…

These Final Hours -ბოლო საათები

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ცივილიზაციას გარდაუვალი გლობალური კატასტროფის გამო ელის განადგურება, ყველამ მიიღო ეს სხვადასხვაგვარად. მთავარმა გმირმა-საკმაოდ მშვიდად და გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს დედამიწის ბოლო დღის გრანდიოზულ წვეულებაში.

Premonition – წინათგრძნობა

ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ცუდი წინათგრძნობა. როდესაც უბრალოდ იცი, რომ მალე რაღაც ცუდი მოხდება. დიასახლისი ლინდა ზუსტად ასეთმა წინათგრძნობამ შეიპყრო. რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, მის სახლში ტელეფონი დარეკავს და უცნობი ხმა ეუბნება, რომ მისი ქმარი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ლინდა სასოწარკვეთილებაშია, მას არ სჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. მეორე დილას გაღვიძებისას ის ხედავს ქმარს ცოცხალს და უვნებელს…

Man About Town – ქალაქელი ბიჭი

წარმატებული ჰოლივუდელი აგენტი იგებს, რომ ცოლი მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლიენტთან ღალატობს.

The Joneses – ჯონსების ოჯახი

ყველა ცდილობს​ მიბაძოს ჯონსების ოჯახს. ისინი ქალაქის კუმირები გახდნენ მოკლე დროში.მაგრამ სინამდვილეში ისინი არ არიან ცოლ-ქმარი და არც შვილებია მათი გაჩენილი…

წყარო:http://www.pomada.ge

FB კომენტარები

კომენტარი