10 პროფესია, რომელსაც რობოტები ვერ ჩაანაცვლებენ

213
SHARE

ალბათ არაერთხელ მოგვისმენია არც თუ ისე უსაფუძვლო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ზოგიერთი საქმის შესასრულებლად, უახლოეს მომავალში, ადამიანური რესურსი სულაც არ იქნება საჭირო და სამუშაოს, ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ, რობოტებიც მშვენივრად გაართმევენ თავს. არაერთი ადამიანი უკვე გამოთქვამს შიშს იმის გამო, რომ სამსახურის დაკარგვა მოუწევს, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი პროფესიის ადამიანებს დიდი ალბათობით ეს არ ემუქრებათ.

1- აღმასრულებელი დირექტორი, ლიდერი:

საუკეთესო ტექნოლოგიაც კი ვერ ჩაანაცვლებს კარგ ლიდერს. ხელმძღვანელ პირს საზოგადოებასთან მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია უწევს, ხელოვნურ ინტელექტს კი ჯერჯერობით ამისი გაკეთება არ შეუძლია და ესეც რომ შეძლონ, სავარაუდოდ, მაინც ვერ ჩაანაცვლებენ კრეატივსა და ლიდერისათვის საჭირო სხვა თვისებებს, რომელიც წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს.

2- აიტი მენეჯერი, სისტემების ადმინისტრატორი:

ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ყოველთვის საჭირონი იქნებიან – ერთგვარი „მთარგმნელები“, რომლებიც განმარტავენ ტექნოლოგიების გამოყენების წესებს და იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ესა თუ ის ოპერაცია.

3- წარმოების მენეჯერი:

მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ინდუსტრიაში შესაძლოა ბევრი სამუშაო ადგილი ტექნოლოგიამ ჩაანაცვლოს, მენეჯერები და ზედამხედველები ყოველთვის საჭირონი იქნებიან, რათა მეთვალყურეობა გაუწიონ სპეციალურ ტექნიკას და საწარმოო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას.

4- გრაფიკული დიზაინერი:

კომპიუტერს არ შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას ლოგო ან სარეკლამო განცხადებების ისეთი გამოსახულება, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას მიიპყრობს. ამისათვის საჭირონი არიან გრაფიკული დიზაინერები. შესაბამისად, ეს უკანასკნელნი იმედოვნებენ, რომ მათ საქმიანობაში მომავალშიც გამოსადეგი იქნებიან.

5- სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები:

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების ჩანაცვლება შეძლონ. შესაბამისად, სტომატოლოგებს, ექიმებსა და ექთნებს ნაკლებად ემუქრებათ სამსახურის დაკარგვა.

6-მასწავლებლები:

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული სწავლების მიდგომა სულ უფრო და უფრო ფართოვდება და პოპულარული ხდება, პედაგოგებს ტექნოლოგია მაინც ვერ ჩაანაცვლებს.

7-მწერლები:

ემოციების გადმოცემა რობოტებს არ შეუძლიათ, შესაბამისად, ისინი მწერლებს ვერ ჩაანაცვლებენ. ვერ დაწერენ ნოველებს, პოემებს და ასე შემდეგ.

8 – მარკეტინგის მცოდნეები:

მანქანა-დანადგარებს არ შეუძლიათ ფიქრი კრიტიკულად და მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა, ასევე ბიზნესგარემოს შესწავლა და ანალიზი. შესაბამისად, მარკეტინგის სფეროში მომუშავეებს, შეიძლება ითქვას, დროის სვლა ვერაფერს დააკლებს.

9- ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები:

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, მსგავსად ზემოთ დასახელებული პროფესიების ნაწილისა, ხელოვნური რესურსით ჩანაცვლება არ ემუქრებათ.

10- იურისტები:

იურისტების საქმიანობას ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესის განხორციელება, არსებული გადმოსახედიდან, პროგრამული უზრუნველყოფით ვერ მოხდება.

FB კომენტარები

კომენტარი