10 მიზეზი, რატომ არ უნდა გადავყაროთ კვერცხის ნაჭუჭი

95
SHARE

1. კურნავს ბევრ დაავადებას
კვერცხის ნაჭუჭი ებრძვის კარიესს, ოსტეოპოროზს, ხერხემლის დაავადებებს, სისხლმდენ ღრძილებს, ალერგიას.
თუ ასთმა გაქვთ, წყალში გახსნილი კვერცხის დაფქული ნაჭუჭი შეგიმსუბუქებთ ან სრულიად გაგათავისუფლებთ შეტევებისგან.

ხალხურ მედიცინაში არსებობს უამრავი რეცეპტი თორმეტგოჯა ნაწლავის სამკურნალოდ. ასევე, კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენება დამწვრობების, დიარეის, გასტრიტის და თირკმელსა და საშარდე მილში ქვების დასაშლელად.

2. ორგანიზმის გამდიდრება კალცით

კვერცხის ნაჭუჭი კალცის ბუნებრივი წყაროა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის. კალცი ასევე დიდი რაოდენობით არის სოდაში, თაბაშირსა და ცარცში, მაგრამ მხოლოდ კვერცხის ნაჭუჭით მიღებული კალცი შეითვისება ორგანიზმის მიერ სრულად, რადგან კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობაში არსებული კალცი, პრაქტიკულად, მთლიანად ემთხვევა ადამიანის ძვლებსა და კბილებში შემავალ ამ ნივთიერებას.

3. კვერცხის ნაჭუჭი ბავშვების ძვლოვანი ქსოვილის საშენებლად
კვერცხის ნაჭუჭი ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის, რადგან 3 წლამდე აქტიურად ყალიბდება ბავშვის ძვლოვანი ქსოვილი. ამიტომაც კალცის მარაგის დამატებით მიცემა 3 წლამდე ბავშვისთვის აუცილებელია.
შეურიეთ დაფქული კვერცხის ნაჭუჭი ბავშვის საკვებს. გარდა კალცის მარაგის მიწოდებისა, კვერცხის ნაჭუჭი ბავშვს დაიცავს ანემიისგან, რაქიტისა და დიათეზისგან. პატარებს 6 თვიდან წლამდე, საკვებში დანის წვერით უმატებენ კვერცხის დაფქულ ნაჭუჭს, ხოლო ერთიდან 3 წლამდე – ორჯერ მეტს.

4. ვთავისუფლდებით რადიაქტიული ნივთიერებებისგან
ადამიანის ორგანიზმი ადვილად და სწრაფად აგროვებს რადიაქტიულ ნივთიერებებს, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც მისი გამოდევნა ორგანიზმიდან აუცილებელია. ამაში კი ისევ და ისევ კვერცხის ნაჭუჭი დაგეხმარებათ – შეურიეთ ყოველდღიურად საკვებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ¼ ჩაის კოვზი დაფქული კვერცხის ნაჭუჭი.

5. თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის

კალცი – ლამაზი თმისა და ჯანმრთელი ფრჩხილების წყაროა. თუ გსურთ, რომ თქვენი თმა და ფრჩხილები ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყოს, მიიღეთ თუნდაც კვირაში ერთხელ კვერცხის ნაჭუჭი. ამისათვის 1/3 კვერცხის დაფქული ნაჭუჭი შეურიეთ 2 კაფსულა თევზის ქონს.

6. თეთრეულის გასაქათქათებლად

თეთრი ფერის კვერცხის ნაჭუჭს მათეთრებელი თვისებაც აქვს. დააქუცმაცეთ კვერცხის ნაჭუჭი, გაახვიეთ ნაჭრის ხელსახოცში და მჭიდროდ მოუკარით თავი. შეაგდეთ სარეცხთან ერთად მანქანაში და ასე გარეცხეთ თეთრეული.

7. ყავის არომატის გასაუმჯობესებლად

ყავის არომატის გასაძლიერებლად დაუმატეთ ჯეზვეში ან ჩაუმატეთ ყავას, რომელსაც აპარატში ადუღებთ ცოტაოდენი დაფქული კვერცხის ნაჭუჭი. ყავის გემო აშკარად მკაფიო გახდება, არ იქნება მწარე, რადგან კალცი ანეიტრალებს მჟავას. გარდა ამისა, დაფქული ნაჭუჭის დამატებით ყავის ნალექი კარგად დაილექება ფინჯნის ფსკერზე და არ გაერევა სასმელში.

8. სამზარეულოს ჭურჭლის გასარეცხად

დააქუცმაცეთ კვერცხის ნაჭუჭი, ჩაყარეთ ჩაიდანში ან თერმოსში, გაავსეთ ნახევრამდე წყლით, კარგად შეანჯღრიეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით გაავლეთ გამდინარე წყალში, ჭურჭელს მთელი ნალექი მოსცილდება. ამ მეთოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ ტაფები და ქვაბები ჩამჯდარი ჭუჭყისგან. დააყარეთ ცხიმმიმწვარ ტაფას ან ქვაბს დაფქული ნაჭუჭი და გახეხეთ ღრუბლით.

9. აგარაკზე და ბოსტანში

გარეცხეთ კვერცხის ნაჭუჭი, გააშრეთ და დაფქვით თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით. მოაყარეთ ის მიწას, სანამ დაბარავდეთ ბოსტანს. 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 100 კვერცხის ნაჭუჭი დაგჭირდებათ. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია პომიდვრის, კიტრისა და კარტოფილის მოსაყვანად.

10. ოთახის მცენარეების სასუქი

დააქუცმაცეთ კვერცხის ნაჭუჭი და დაასხით წყალი. გააჩერეთ ერთი დღე, შემდეგ გაწურეთ და ამ წყლით მორწყეთ ოთახის და ბაღის მცენარეები. შესანიშნავი სასუქი იქნება.

წყარო: marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი