10 ისტორიული ქალაქი მსოფლიოში

66
SHARE

კუსკო, პერუ

ლეგენდარული ინკების იმპერიის დედაქალაქი კუსკო მდებარეობს ანდების მთიანეთში. მისი დაარსების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა არსებობს თქმულება იმის შესახებ, რომ ქალაქი დაარსდა პუმას (პანტერას) გამოსახულებით, რომელიც ინკებს წმინდა ცხოველად მიაჩნდათ. თუმცა, ცხადია, რომ ქალაქი აშენდა მყარი ურბანული დაგეგმარებით. კუსკო გამოირჩეოდა როგორც ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციული თვალსაზრისით. ოჯახის უფროსი იხდიდა გადასახადებს, ხოლო ქალაქის ხელმძღვანელობა ამ ფულს იყენებდა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, საკვების უზრუნველყოფისა და ხალხის დაცვის მიზნით. აგრეთვე, აქ იყო კერა მათემატიკის, ასტრონომიისა და კალენდარული სისტემის. ძველი ქალაქის ნანგრევები დღესდღეობით თანამედროვე ქალაქის ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, რომელიც არანაკლებ საინტერესოა.

ალექსანდრია, ეგვიპტე

ოფიციალურად, ალექსანდრია დააარსა ალექსანდრე დიდმა  ძვ.წ. 331 წელს, მაგრამ მანამდე ის ძალიან მნიშვნელოვან საქალაქო პორტს წარმოადგენდა მდინარე ნილოსის დელტაში. ძველ სამყაროში  ალექსანდრია იყო ცოდნის ერთ-ერთი ცენტრი. სწორედ აქ იყო ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკა, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოში უდიდესად მიიჩნეოდა. ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ იყო სიმბოლო კულტურული და ინტელექტუალური მიღწევებისა, სანამ უდიდესმა ხანძარმა არ იმსხვერპლა ბიბლიოთეკის მთელი ავლადიდება. ალექსანდრია ერატოსთენეს მშობლიური ქალაქია, მან დაასაბუთა, რომ დედამიწა მრგვალია. ალექსანდრიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნაპოლეონის სამხედრო ოპერაციაში თავისი ცენტრალური მდებარეობის გამო. დღესდღეობით შესაძლებელია ისეირნო უძველესი ქალაქის ქუჩებში, სადაც დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს კლასიკური ცივილიზაციის მწვერვალზე.

ათენი, საბერძნეთი

ეჭვგარეშეა, ათენს უდიდესი როლი აქვს დღევანდელი დასავლური მსოფლიოს და ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. ძვ.წ. 1400 წლისთვის ქალაქი უკვე ცნობილია ძველ სამყაროში. ის 7000 წელზე მეტია, დასახლებულია. ძველი საბერძნეთის მზარდი ქალაქ-სახელმწიფო ათენი ცნობილია თავისი როლით ფილოსოფიის, დრამატურგიის, ლიტერატურისა თუ მეცნიერების ჩამოყალიბებაში.
გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ ის აქცია კულტურული გაცვლისა და ვაჭრობის ცენტრად. ათენში არის უამრავი შთამბეჭდავი ნანგრევი, როგორიცაა პართენონი და ოლიმპოს ღმერთის, ზევსის ტაძარი. ათენი კვლავ ინარჩუნებს ხმაურიანი მეტროპოლიის სახელს, ის ცნობილია თავისი კულტურით, ხელოვნებით, მედიით, გართობით, ვაჭრობითა და ფინანსებით.

ვარანაზი, ინდოეთი

ვარანაზი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ის მდებარეობს ინდოეთის ერთ-ერთ მხარეში, უტარ პრადეშში, მდინარე განგის სანაპიროზე. ბევრი აქ იმის გამო მოდის, რომ შეასრულოს დაკრძალვის რიტუალი, რადგან სწამთ, რომ ვინც აქ გარდაიცვლება, საუკუნო სიცოცხლეს მოიპოვებს.
ვარანაზი ცნობილია ბევრი ტაძრით, რაც მას ინდუიზმის შვიდ წმინდა ქალაქთა რიგში აყენებს. ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა არის ოქროს ტაძარი, რომელიც ღმერთი შივას სახელს ატარებს.
დღესდღეობით ხმაურიანი ვარანაზი არის ისეთი აქტიური და ფერადი, როგორც არასდროს. ესტუმრეთ, ნახეთ სიკვდილ-სიცოცხლის მოძრავი კადრები მდინარის პირას და დაიკარგეთ  ქალაქის უძველეს ლაბირინთებში.

პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ქალაქია პრაღა, რომელიც დღესაც გთავაზობს შუასაუკუნეებში ცხოვრების პერსპექტივას. პრაღიდანაა წარმოშობით ცნობილი მხატვარი ალფონსო მუჩა და მწერალი ფრანც კაფკა. აგრეთვე, პრაღას ხშირად სტუმრობდა მოცარტიც.
ბოჰემური ქალაქი მდიდარია თავისი ფოლკლორით. აქ სახლობდა ებრაელთა დიდი საზოგადოება, რომლებიც  მნიშვნელოვან სამონასტრო ცხოვრებას მისდევდნენ. პრაღაში ნახავთ უძველეს ასტრონომიულ საათს, რომელიც კვლავ ფუნქციონირებს, პრაღის სასახლეს და ტავერნას, სადაც პირველად ჩამოისხა პილსნერის ლუდი.
თავდაპირველად, ჩეხეთი იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი, შემდგომ საბჭოთა კავშირში შევიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პრაღა გახდა სულ უფრო და უფრო მოდური ქალაქი მულტიკულტურული ყოფის, დიდი კომერციული ცენტრებისა და აღიარებული რესტორნებისა.

პეკინი, ჩინეთი

ოფიციალურად პეკინი 3000 წლისაა, მაგრამ მან დიდი როლი ითამაშა ჩინეთის ისტორიაში, რომელიც რვა ათასწლეულს ითვლის, ხოლო პეკინი ჩინეთის ოთხი დედაქალაქიდან ერთ-ერთია. პეკინი იყო სატახტო ცნობილი  მინგის და ჩინგის დინასტიისა კომუნისტური რევოლუციის დროს.
აქ არის განთქმული აკრძალული ქალაქი, რომელიც იყო ჩინგის დინასტიის საოცარი იმპერიული სასახლე. აქ არის, აგრეთვე, ბევრი დახვეწილი ჩინური ტაძარი, და შეგიძლია გაისეირნო დიდი კედელის საუკეთესო მონაკვეთზე. პეკინი დღესდღეობით მოდერნიზებული ქალაქია, თუმცა ის ატარებს  ისტორიას ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მომხიბლავი ადამიანური ცივილიზაციის შესახებ.

ბერლინი, გერმანია

ბერლინი ცნობილია თავისი ბალანსით, მაგრამ მის ამბავს ხაზებს შორის ვერ ამოიკითხავთ, ის სულ სხვანაირია, როცა უშუალოდ აღმოაჩენ. ბერლინის შემთხვევაში, მისი ამბავი, მისი ისტორია მხედველობით კი არა, გრძნობით უნდა აღიქვა, შეგიძლია დაიკარგო მოდურ, არაჩვეულებრივ განწყობაში.. და უცებ ჟრუანტელი გივლის, როცა იხსენებ ყველაფერს, რაც აქ მოხდა.
ბერლინი იყო ნაცისტური გერმანიის დედაქალაქი და ცივი ომის პერიოდში ის ორ ნაწილად იყო გაყოფილი. მისი სული ამ ისტორიიდან დაიბადა. ბერლინი ისეთი, როგორიც ის დღეს ცნობილია,  მისმა მემკვიდრეებმა შექმნეს- იქნება ეს კონტრკულტურა თუ ღამის ცხოვრება, მისი მდიდარი, თუმცა არცთუ შეუმცდარი წარსულის საპასუხოდ.

კართაგენი, ტუნისი

მიიჩნევა, რომ კართაგენი დაარსდა ძვ.ჭ. 900 წელს ფინიკიის დედოფლის, დიდოს მიერ. პუნიკური ომების შედეგად კართაგენი საბოლოოდ გაანადგურა რომაელთა იმპერიამ, მაგრამ მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ის დანგრევას გადაურჩა და რომაელებმა შეინარჩუნეს, როგორც იმპერიაში სტრატეგიული მდებარეობის ობიექტი. იულიუს კეისრის დროს ქალაქი აღორძინდა და საბოლოოდ, კოლონიად იქცა, თუმცა კართაგენის ისტორია ამით არ დასრულებულა. ვანდალები, მუსლიმი დამპყრობლები თუ ბიზანტიის იმპერია ერეოდა კართაგენის საქმეებში და წვლილი შეჰქონდა მის ისტორიაში. კართაგენში მრავალი ნანგრევია რომაული ვილების, ანტუანის უძველესი აბანოების, ასევე, ტოპედის ოაზისი და პუნიკური პორტი, რომლიდანაც საოცარი ხედი იშლება ზღვაზე.

ბოსტონი, აშშ

ბოსტონი ამერიკის უძველესი ქალაქია. ისტორიულად, ისაა ამერიკის ინტელექტუალური ელიტის კერა. თანაც, აქ ერის პირველი უნივერსიტეტი, ჰარვარდი, დაარსდა. ის დღესაც არის ქალაქი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე მეტი კოლეჯია.
პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბოსტონის როლი ამერიკული რევოლუციის დროს. რაც მთავარია, ქალაქმა შეინარჩუნა თავისი ისტორიული ურბანული განლაგება. ქალაქის ახალი ინგლისის სტილის არქიტექტურა და კობის ქუჩები ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. ბოსტონი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი წარსული, რადგან ის  გახდა ინოვაციური, თანამედროვე და დინამიკური კულტურის მქონე ქალაქი.

FB კომენტარები

კომენტარი