10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

218
SHARE

ვერძი
გარემოს, სიტუაციის შეცვლა მოგინდებათ. არაფერი გიშლით ხელს, იმოქმედეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. პირად ურთიერთობაში სიმშვიდე და სტაბილურობა დაისადგურებს.

კურო
ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო. იყავით დელიკატური და ხალხი მშვიდად მოისმენს თქვენს აზრებს. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი გელით.

ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. გარშემო მყოფები დაგეხმარებიან საქმეების მოგვარებაში. საღამოს შემოქმედებით განწყობაზე დადგებით და იდეების განხორციელებას ან დაწყებული პროექტების დასრულებას შეძლებთ.

კირჩხიბი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ახალს ნურაფერს წამოიწყებთ. საოჯახო პრობლემების მოგვარება ნათესავებს ანდეთ. თავად დაისვენეთ და გამოიძინეთ.

ლომი
იყავით დიპლომატიური და მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. საქმეები საღამომდე მოაგვარეთ, საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს გიმზადებთ.

ქალწული
კოლეგების დაიხმარეთ და დაგროვილი საკითხები ერთად მოაგვარეთ. იყავით დაკვირვებული. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
ნუ გაირთულებთ ცხოვრებას და ნუ ეცდებით სხვათა პრობლემების მოგვარებას. იყავით მეტად პოზიტიური. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჭკუის დარიგებას ნუ დაუწყებთ.

მორიელი
საქმეები და ვალდებულებები არსად გაგექცევათ. ზოგჯერ საკუთარი თავიც უნდა გაინებივროთ. მეტად დაისვენეთ, მოიწყვეთ შოპინგი, ისეირნეთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით, იმხიარულეთ.

მშვილდოსანი
ენერგიული და აქტიური ხართ. თუმცა, აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. გამონახეთ დრო ნათესავებთან ურთიერთობისთვის მათგან საჭირო რჩევებს მიიღებთ.

თხის რქა
დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. თუმცა, ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ.

მერწყული
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. დაგროვილი საქმეების მოგვარებისას კოლეგებისა და უფროსის დახმარების იმედი გქონდეთ. ოჯახის წევრები ყველა პირობას შეგიქმნიან, რომ დაისვენოთ.

თევზები
სიმსუბუქეს იგრძნობთ ურთიერთობებშიც და საქმეებშიც. მეტად გამოავლინეთ დიპლომატია და კომპრომისის უნარი. სხვების გამო თავს უსიამოვნებებს ნუ შეუქმნით.

Comments

comments