10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10
SHARE

ვერძი
მოახერხებთ საქმიანი კონტრაქტების გაფორმებას. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, დამოკიდებულება კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან.

კურო
თავს ენერგიულად იგრძნობთ. მოაგვარებთ პირად, საქმიან და საოჯახო საქმებს. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. არჩეულ გზას ნუ გადაუხვევთ, თავდაჯერებულად იმოქმედეთ.

ტყუპი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ზოგიერთს სარფიანი კონტრაქტების გაფორმება ელის. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

კირჩხიბი
გარშემო მყოფები თქვენს ცხოვრებაში პოზიტივს, სიხარულსა და შთაბეჭდილებებს მოიტანენ. მოულოდნელად დაწყებული ფლირტი შეიძლება რომანში გადაიზარდოს. ახლობლები ყველა საქმიანობაში დაგეხმარებიან.

ლომი
ზოგიერთი სურვილებს აისრულებს, ზოგს დაწინაურება და მიზნების მიღწევა ელის. ახალი პროექტები პოპულარობასაც მოგიტანთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან და ახალი ხელშეკრულებების გაფორმებასაც შეძლებთ.

სასწორი
მაქსიმალურად ყურადღებიანი და მოწესრიგებული უნდა იყოთ. არამარტო სამსახურის საქმეების არამედ, ოჯახის წევრების მიმართაც. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მორიელი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. არ დაიწყოთ ახლები. თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი
დღეს გავლენიან და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. ბევრს ნანატრი აუსრულდება. გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობაც და განწყობაც.

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. კოლეგებს გააცანით ახალი იდეები.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ვალების გადახდას, საოცნებო ნივთების შეძენას შეძლებთ. მოულოდნელი შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან.

თევზები
რომანტიკული ნაცნობობა გელით. ზოგიერთს ახალი მფარველი გამოუჩნდება. მარტოხელებს მეწყვილეს გაჩენის შანსი მიეცემათ, თუ თავად იაქტიურებენ. ახლობლების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

წყარო: http://www.astrologi.ge

Comments

comments