10 დეკემბერი ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეა

51
SHARE

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი, 1896 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან გარდაქმნა. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტს მის პატივსაცემად ნობელიუმი ეწოდა.

სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, 1895 წლის 27 ნოემბერს, ალფრედ ნობელმა შეადგინა თავისი ანდერძი. მისი სიკვდილის შემდეგ, ანდერძის გამოქვეყნებამდე მისი ნათესავები და საქმოსანი კოლეგები იმედს არ კარგავდნენ, რომ ნობელი მათ ყურადღებას არ მოაკლებდა. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი).

მათემატიკის დარგში ნობელის პრემია არ არის დანიშნული. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსთან უღალატა . არ არსებობს ამ ამბის ისტორიული დამადასტურებელი ცნობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი.

„და ბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი და მხოლოდ შემდგომ დაიწვას გვამი.”- ეს ალფრედ ნობელის ბოლო სიტყვებია

FB კომენტარები

კომენტარი