“10 აპრილი დასვენების დღედ გამოაცხადონ“ – საზოგადოების სახალისო კომენტარები „სითი პარკზე“

373
SHARE

მერიასა და „სითი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების გადაწყვეტილებამ მძღოლების დიდი კმაყოფილება გამოიწვია.
ამაზე სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებლების კომენტარებიც მეტყველებს.
ისინი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გადაწყვეტილებას უწონებენ.
„კვირა +“ რამდენიმე ასეთ კომენტარს გთავაზობთ:

“ეს ძალიან მაგარი გოლია.
ვაშა! როგორც იქნა.
მაგარია.
წარმატებები ბატონო კახი. კარგი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს.
ვიგრძენით, რომ თბილისს პულსი აუმუშავდააა.
მთავარია ვინმე უარესი, ახალი თავკომბალა არ გამოჩნდეს.
შეითავსოს მერიამ და ის თანხები მოახმაროს ქალაქს.
მიხარია ძალიან, დიდი პრობლემა მოშორდა თბილისელებს.
სწორი გადაწყვეტილებაა.
რა მაგარიაააა, თვალებს არ დავუჯერე ეს ინფორმაცია რომ ვნახე.
დიდი ხანია ასე არაფერი გამხარებია.
ბრავო, ბევრი წლის ნატვრა ასრულდა.
ჩვენ სანიმუშო მერი გვყავს, წარმატებები ვუსურვოთ.
ყველაზე დიდი საშინელება ეს მათი მანქანის წაყვანა იყო, აღარ ვამბობ შიგ მყოფ ბავშვზე.
მოვითხოვ, 10 აპრილი დასვენების დღედ გამოაცხადონ”, – წერეს სოციალურ ქსელში.
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Comments

comments