10 აკრძალვა, რომელსაც საუდის არაბეთში ქალები ემორჩილებიან

307
SHARE

1. არაბეთში დაუოჯახებელ ქალებსა და მამაკაცებს ერთსა და იგივე ადგილზე ყოფნა ეკრძალებათ. ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, კაფე და ა.შ. ორივე სქესის ერთად ყოფნა მათ ნათესაურ კავშირზე მიუთითებს.
2. საუდის არაბეთში კატისა და ძაღლის გაყიდვაც იკრძალება. განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება შინაური ცხოველების სეირნობა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ხალხში მათი გამოყვანა ხელს უწყობს მორალური უზნეობის ჩამოყალიბებას. ძაღლების სეირნობისას ხომ მარტოხელა ქალებისა და მამაკაცების შეხვედრის ალბათობა დიდია?!
3. 2000 წლის სექტემბერში საუდის არაბეთში ფოტოკამერიანი ტელეფონების გაყიდვაც აიკრძალა. ამის მიზეზად ისლამის გზის გადახვევის ალბათობა სახელდება.
4. ფილმის ყურების ერთადერთი გზა კი ბაჰრეინში მოკლე მოგზაურობის დაგეგმვაა. ბაჰრეინის კინოთეატრში ქალისა და მამაკაცის შეხვედრა ნებადართულია.
5. 45 წლამდე ქალბატონს სამოგზაუროდ წასასვლელად მეუღლის ან მამის ნებართვა სჭირდება. არაბეთის ხელისუფლება ქალის მიმართ იმდენ ნდობას არ ამჟღავნებს, რომ მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.
6. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ქუჩაში თავიანთი ღმერთის თაყვანისცემის, რელიგიური ნივთების ტარებისა და ჯვრით სიარულის უფლება არ აქვთ. თავად არაბებს კი სხვა რელიგიაზე გადასვლა სიკვდილის ფასად უჯდებათ. თუკი რომელიმე ,,სულელ“ არაბს ისლამის უკუგდება მოუვა აზრად, ფაქტობრივად, ის საკუთარ სიკვდილზე აწერს ხელს.
7. ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვების ფონზე, არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ არაბ ქალებს სპორტით დაკავების არანაირი უფლება არ აქვთ. არც სკოლის მოსწავლე გოგონები შედიან სპორტდარბაზში.
8. მთელი მსოფლიოს ქალბატონები რომ მანქანას მართავენ, ეს ფაქტი არაბი ქალებისთვის შესაშური და აკრძალულია. მათ არ აქვთ უფლება, გავიდნენ სახლიდან მაშინ, როდესაც მოესურვებათ, ატარონ მანქანა და დაკავდნენ სასურველი საქმიანობით.
9. კითხვაზე: ,,რა არის თქვენი ჰობი“, – ადამიანების უმრავლესობა ჩამონათვალში მუსიკის მოსმენას ამბობს, თუმცა არაბი ქალებისთვის ეს სიამოვნებაც აკრძალულია. საზოგადოებრივ ადგილებში მუსიკა არსად ჟღერს. ერთადერთი დასაშვები სფერო ფორტეპიანოს ინდივიდუალური გაკვეთილებია.
10.  თუ მთელი მსოფლიო სიხარულით აღნიშნავს 14 თებერვალს, საუდის არაბეთში ვალენტინობა მკაცრად კონტროლდება. 14-ში აკრძალულია ყველაფერი, რაც წითელ ფერს უკავშირდება. მაღაზიები ვერ ყიდიან წითელ ყვავილებს, ადამიანები ვერ ატარებენ წითელ შარფს, წითელ მანიკურს და ა.შ. გამოდის, რომ 14 თებერვალი არაბეთში ანტივალენტინობაა.

FB კომენტარები

კომენტარი