1 500 ტიტა მედპერსონალისთვის – კაკო ჯეირანაშვილმა ყვავილები იმ კლინეკების თანამშრომლებს დაუგზავნა, სადაც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ (ფოტო)

კაკო ჯეირანაშვილი კახელი მეყვავილეა, რომელმაც წელს 5 ათასი ტიტა დარგო. ყვავილების გახარების შემდეგ კი ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მათი გაყიდვა ვერ შეძლო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კაკო პაპას ყოველდღე უწევდა თავისი ნაშრომის ჭკნობის პროცესის ყურება. ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში, გამოიჩინა სოლიდარობა და კაკო პაპასგან ტიტები “ვირტუალურად შეიძინა”. შედეგად მას ზარალი აუნაზღაურა.

კაკო პაპამ კი 1,500 ტიტა იმ კლინიკების მედპერსონალს გამოუგზავნა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

აღნიშნულის ამსახველ ფოტოს ქეთევან ლორთქიფანიძე ავრცელებს.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები