1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით დაკვირვებული სახლსა და სამსახურში. ყურადღება გაამახვილეთ საქმის დეტალებზე და გააკონტროლეთ მიღებული ინფორმაცია.

კურო

დაკავდით ჩვეული საქმით. მეტი დრო დაუთმეთ სამუშაო სივრცის მოწესრიგებასა და დალაგებას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთა რეპლიკებს.

ტყუპები

ეცადეთ ფილოსოფიურად შეხედოთ დღეს მიმდინარე მოვლენებს. სიტუაციები თქვენს გარშემო ყოველ წუთში იცვლება. დააფასეთ და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანებისადმი.

კირჩხიბი

მოერიდეთ განმარტოებას, მაგრამ არც უსიამოვნო ან არასანდო ადამიანებთან კომუნიკაცია იქნებოდა გონივრული. მეტად დაისვენეთ და დრო დაუთმეთ ძალების აღდგენას.

ლომი

შეხედეთ დღევანდელ სიტუაციებს მეტი იუმორით, საკუთარ თავზე ხუმრობა დამამცირებელი სულაც არ არის, ამით თქვენს სანდოობასა და თავდაჯერებულობას გაუსვავთ ხაზს.

ქალწული

აიღეთ სადავეები საკუთარ ხელში, გააცნობიერეთ, რომ ბევრი რამ თქვენზე და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული! ახლა სევდიანობის დრო არ არის, გააფერადეთ გარემო თქვენი განწყობით.

სასწორი

ხანდახან უბრალოდ შეწყვიტეთ ფიქრი და იმოქმედეთ შეგრძნებით! მოინახულეთ საყვარელი ადგილები და ადამიანები, მისწერეთ მათ, ვინც გენატრებათ და იყავით ის ვინც რეალურად ხართ.

მორიელი

ყველაფერი ისე ვითარდება როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ნუ გადააჭარბებთ! მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, თუ რაღაც არ მოგწონთ ეცადეთ ჩაწვდეთ საკითხის არსს და დაუყოვნებლივ გამოასწოროთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, ნუ შეაფასებთ სიტუაციას მხოლოდ დღევანდელი დღით. შეასრულეთ დაპირებები და ვალდებულებები, დანარჩენს დრო გამოაჩენს.

თხის რქა

მშვენიერი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, პროექტების განსახორციელებლად, ასევე საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.

მერწყული

იყავით თავისუფალი, მეტად ენდეთ თქვენს გარშემომყოფებს, ნუ შეგეშინდებათ სპონტანური ქმედების, ამჯერად ფორტუნა თქვენს მხარესაა.

თევზები

მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვასა და დასვენებას, უარს ნუ იტყვით საკუთარი თავის სიამოვნებაზე, მიირთვით გემრიელი ტკბილეული თქვენთვის საყვარელ გარემოში და აკეთეთ ის, რაც ბედნიერს გხდით.

კომენტარები

სხვა სიახლეები