პირველი ოქტომბერი გენიალური ქართველი მწერლის, პროზაიკოსის, პოეტისა და დრამატურგის – ოთარ ჭილაძის გარდაცვალების დღეა
“მხოლოდ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი. ჩვენ სიკვდილამდე სწორედ ამ სიტყვას ვეძებთ.” ―ოთარ ჭილაძე
ოთარ ივანეს ძე ჭილაძე
დაიბადა 1933 წლის 20 მარტს ქ. სიღნაღში, დედის მშობლების სახლში. ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.
ოთარ ჭილაძე წერდა: „რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერსეს, ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა, ჯერჯერობით, თუ უნებლიე დანაშაული არ არის, აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის. ფუფუნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა, ანუ, უნდა დაიმსახურო, ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით.“
პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები“ — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.
„ოთარი შორიდანაც ის იყო, რაც ახლოდან, – პოეტი, ანუ კაცი, რომელსაც ოდითგან მხოლოდ ეს სახელი შეჰფერის. ნანახიც არ მყავდა, მაგრამ ლექსებით უკვე წამომედგინა და როცა გავიცანი, საზრუნავი აღარ შემქმნია დაახლოებისთვის. მაშინვე ჩემიანად ჩავთვალე.“- წერს ბესიკ ხარანაული.
https://www.youtube.com/watch?v=_Pd_FMjgDX8