ვერძი
ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ სიმამაცე და თავდაჯერებულობა არ დაკარგოთ. ეცადეთ, ურთიერთობა მოაგვაროთ ყველასთან, ვისთანაც კონფლიქტი გქონდათ. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორზე მცდარმა წამოდგენამ ან სიტუაციის არასწორმა შეფასებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კარგი შანსი ხელიდან გაუშვათ. ერიდეთ ალკოჰოლს და არანატურალურ პროდუქტებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
კურო
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი გეგმებისა და ოცნებების შესახებ არავის უამბოთ. ერიდეთ უსარგებლო საუბრებს და ყველაფერი კარგად იქნება. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ბოლო დროს შექმნილ პრობლემებს გაუმკლავდეთ.
ტყუპები
არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. კოლექტიური საქმიანობისა და ოჯახური კავშირებისთვის. თავი შეიკავეთ საკუთარ მიზნებზე საუბრისგან და გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ. არახელსაყრელი დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. საყვარელი ადამიანისგან საჩუქარს მიიღებთ ან სასიხარულო ამბავს შეიტყობთ.
კირჩხიბი
თქვენი გრძნობები უჩვეულო სიღრმეს და სიცხადეს შეიძენენ. ხელიდან ნუ გაუშვებთ მუშაობისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელ პერიოდს. გირჩევთ, ეს დღე ოჯახა და ნათესავებს დაუთმოთ.
ლომი
პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები გელით. შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე გახდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გამბედაობა და თავდაჯერება არ დაკარგოთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისა და მარადიული ჭეშმარიტების შეცნობისთვის. ეცადეთ მთლიანად გამორიცხოთ ალკოჰოლისა და არანატურალური პროდუქტების მიღება. ეცადეთ აღადგინოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო დასცილდით. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი.
სასწორი
კრიტიკული დღეა. ყურადღებით იყავით: უცხო პირის გავლენამ, არაკეთილმოსურნე ადამიანებთან შეჯახებამ ან პარტნიორის უწესობამ შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანოს. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავებისა და ახლობელი ადამიანების მატერიალური დახმარება დაგჭირდეთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც სამოგზაუროდ წასვლას გეგმავს. ეცადეთ, ქცევის ჩვეული ჩარჩოები დაარღვიოთ, მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. გარშემო მყოფი ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ოჯახური კონფლიქტი.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა ოჯახური ურთიერთობებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. სარისკო ოპერაციებისკენ მიდრეკილებამ შეიძლება, აშკარა ავანტიურისკენ გიბიძგოთ, თუმცა ზუსტი გათვლისა და ადამიანების ამოცნობის უნარის დამსახურებით, ეს გამართლებული რისკი იქნება. გირჩევთ, სითამამე არ დაკარგოთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის. შესაძლოა, თქვენმა გატაცებამ და მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვამ რეალობის გრძნობა და ნაცნობები დაგაკარგინოთ. ნუ გამოიჩენთ სიძუნწეს და ეგოიზმს. თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით.
მერწყული
კრიტიკული დღეა, რომელიც ცდუნებების დაძლევას უკავშირდება. მოსალოდნელია გარე სამყაროსგან გაუცხოება. ამ დღეს, როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მოთმინება და თავშეკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ბევრი რამ დაკარგოთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ – ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
თევზები
სასიცოცხლო პოტენციალის შემცირებამ შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგიტანოთ. თავი შეიკავეთ ქორწინებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. შესაძლოა, საკუთარი პოზიცია მხოლოდ ახლობელი ადამიანების დახმარებით შეინარჩუნოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პატარა სირთულეები.