პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვარსკვლავები საუკეთესო დღეს ვერ გპირდებიან. ეს იქნება თქვენთვის რთული, მაგრამ მაინც იმედიანი მდგომარეობა. ზედმეტი მწუხარების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, განმარტოვდეთ და ბუნებაში დაისვენოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ განმარტოება არ გულისხმობს სრულ იზოლაციას გარშემომყოფებისგან. კარგი იქნება, თუკი მას პერიოდულად მიმართავთ, რადგან ხვალინდელი დღე შესანიშნავია მეგობრული ურთიერთობებისთვის, ძველი კონტაქტების აღსადგენად. გარდა ამისა, არჩევანი და მეგობრების დახმარება ძალიან გამოგადგებათ.

კურო
ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა გაგიმარტივდებათ. მათი წარმატებები ძალიან გაგახარებთ. განსაკუთრებით კარგად აეწყობა თქვენი ურთიერთობა თქვენს შვილებთან: ისინი სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ სწავლაში და მათი ქმედებებით იამაყებთ. თუკი მტრები და არაკეთილისმსურველები გყავთ, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლიან, შეგიძლიათ, დამშვიდდეთ – უახლოეს პერიოდში ისინი ზიანს ვერ მოგაყენებენ.

ტყუპები
ამ დღეს საოცრად მომხიბვლელი და კონტაქტური იქნებით. შეძლებთ, დატკბეთ საკუთარი ოჯახური და საზოგადო ცხოვრებით. თავისუფალი დრო კი თქვენთვის საინტერესო საქმიანობას მიუძღვნათ. წარმატება ელოდება მათ, ვისაც საკუთარი შესანიშნავი ოცნებების სჯერა, მაგრამ თუკი ნაცნობებს არ შეაწუხებთ, შესაძლოა, რეპუტაცია შეგელახოთ.

კირჩხიბი
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ორგანიზმს. დღის მეორე ნახევარში თავს ოდნავ სუსტად იგრძნობთ. დაუთმეთ ეს დღე დასვენებას და სიმშვიდეში ყოფნას. მიმართეთ მცენარეულ აბაზანებს, მასაჟს ან მედიტაციას.

ლომი
ამ დღეს მოვლენების გაკონტროლებას ვერ შეძლებთ, ამიტომ, უმჯობესია რაიმე უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავდეთ. ეს დღე შესანიშნავია საოჯახო გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ საღამოს არ გამოირიცხება სირთულეები ურთიერთობებში ან ტექნიკის გატეხა. თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ ან არ გსურთ, მიიღოთ ის, რაც დაგეგმეთ, მიენდეთ ინტუიციას და გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ.

ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს ეგოისტური განწყობა შეგექმნეთ, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირად შეეცდებით, ადამიანები თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. ამ დროს, ენერგეტიკული და მატერიალური მოვალე გახდებით. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, კიდევ გიღირთ იყოთ ეგოისტი?

სასწორი
მოულოდნელად გაგებული ინფორმაციის გამო, დაგეგმილი საქმეების გადახედვა მოგიწევთ. საკუთარი სისუსტეების გამოჩენა უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ. ნუ წამოედებით მაცდურ წინადადებებს, მოერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას და სარისკო გადაწყვეტილებებს. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი თავი გააკონტროლოთ.

მორიელი
პრობლემებთან გამკლავების რეალური შანსი მოგეცემათ, თუმცა, ამ გზის გავლა რთულად მოგიწევთ. ურთიერთგაგების, შეთანხმებისა და ახალი სტრატეგიის მიღებით უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენში სამართლიანობა, პატიოსნება, გულწრფელობა და ინტელექტუალური საქმიანობისკენ სწრაფვა შეინიშნება. თქვენი ყველაზე დიდი მტერი, შესაძლოა, თქვენი ენა აღმოჩნდეს, რადგან დაუფიქრებელი და პირდაპირი საუბარი წამში გააფუჭებს იმას, რის მისაღწევადაც თვეები დაგჭირდათ.

თხის რქა
სიტუაციის რეალურად აღქმა გაგიჭირდებათ. სხვებზე უპირატესობა, საკუთარი გარეგნობით გატაცება, იდეოლოგიური გამოსვლები და დემონსტრაციები – ეს ყველაფერი თქვენი ილუზიაა. მაღალი სტანდარტები ცუდი არ არის, მაგრამ თქვენი წარმოუდგენელი სწრაფვა სრულყოფილებისკენ ძვირად დაგიჯდებათ. თქვენი ამბიციების გამო ბევრ ენერგიას დაკარგავთ.

მერწყული
არ გამოირიცხება, ორ სახლში ერთდროულად მოგიწიოთ ცხოვრება. შესაბამისად, საზრუნავი და საქმეც მოგემატებათ. თქვენი გეგმები სახლის კომფორტთან დაკავშირებით შესაძლოა, რეალობას არ დაემთხვეს. დაკავდით საქმეებით და სანამ ერთ საკითხზე მუშაობას არ მორჩებით, მეორეზე ნუ გადახვალთ. შეგიძლიათ, წინასწარ დაგეგმოთ მომდევნო დღე.

თევზები
ვარსკვლავების ნეგატიური გავლენა თქვენზე ცუდად იმოქმედებს. შესაძლოა, მშობლებთან განშორება მოგიწიოთ ან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ინერვიულოთ. კაცებთან, კოლეგებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რელაქსაციას მიმართოთ. დაძაბულობის მოხსნაში თბილი აბაზანები დაგეხმარებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები