ვერძი
მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შეიძლება კარგი შემოსავალი მიიღოთ. დროს სამსახურთან და დასვენებასთან დაკავშირებით ახალი გეგმები დასახოთ. სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები გელით. მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია საღამოსთვის დაგეგმოთ.
კურო
რამდენიმეთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, ფულადი შემოსავალი გელით. ახალი ნაცნობები ან გავლენიანი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ – თუმცა უცნობია, დადებითს თუ უარყოფითს. შესაძლოა, ამ დღეს საპირისპირო სქესის რომელიღაც წარმომადგენელთან დაკავშირებით სანუკვარი ოცნება აისრულოთ.
ტყუპები
ოჯახური პრობლემები პირველ პლანზე წამოიწევს და დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ბევრი შრომა დაგჭირდებათ, რომ ფინანსური პრობლემები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ თავშეკავება გამოიჩინოთ და „რქებით არ მიაწვეთ“. ასეთ შემთხვევაში ჩანაფიქრის განხორციელებას ადვილად შეძლებთ. ამჟამად პრიორიტეტულია კონკრეტული შემოსავალი და არა შორეული პერსპექტივები. მოსალოდნელია დეპრესია და ნერვიული სტრესი. ეცადეთ, საკუთარ პროექტებში ახალი ადამიანები ჩართოთ.
კირჩხიბი
რამდენიმეთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, ფულადი შემოსავალი გელით. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, თუმცა დადებითს თუ უარყოფითს, უცნობია. შესაძლოა, ახალმა იდეებმა თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალონ. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა თქვენს ემოციურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ლომი
წინა დღეების კონფლიქტური ფონი თანდათან დალაგდება, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა მოწესრიგდება. გამორიცხული არ არის, რომ დიდი ხნის ოცნება აგისრულდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ მოწყალება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ერიდეთ სიძუნწეს და აგრესიას. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს და საჩუქრებს.
ქალწული
გირჩევთ ეს დღე სახლს, ოჯახს და შვილებს მიუძღვნათ. ეცადეთ, დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდთ და ოჯახური ბიუჯეტი აკონტროლოთ, რადგან უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით. ინტიმური ურთიერთობების სფეროში არასტაბულური მდგომარეობაა – მოსალოდნელია დაღლილობა და იმედგაცრუება ან პირიქით, კმაყოფილება და ბედნიერება.
სასწორი
ამ დღეს დევიზიად გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. ეცადეთ, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. კარგი იქნება, თუ დაგროვილ საქმეებს დაასრულებთ და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მოემზადებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ.
მორიელი
სიმშვიდის და ჰარმონიის დღეა. თუ გონივრულად იმოქმედებთ და დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამოს სიმშვიდეს და კმაყოფილებას იგრძნობთ. სახლიდან მოშორებით ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი საქმის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და ნებისმიერი წამოწყების მიმართ იმედგაცრუება იგრძნოთ. მოსალოდნელია დეპრესია და ნერვიული სტრესი. გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფი ადამიანების მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი აგრესია შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს.
თხის რქა
წინა დღეების კონფლიქტური ფონი თანდათან განეიტრალდება. ვარსკვლავები თქვენ მიმართ უწინდებურად კეთილგანწყობილები არიან. ეს დღე ხელსაყრელია პირადი შეხვედრებისთვის, თუმცა თქვენი კონსერვატიულობა ურთიერთობებში ჰარმონიის დამყარებაში ხელს შეგიშლით.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი კვლავინდებურად მაღალია. შანსი გაქვთ, რომ რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. იზრდება ადამიანების დარწმუნების უნარი. შეძლებთ თქვენს საქმეში გავლენიანი ადამიანები ჩართოთ. გამორიცხული არ არის ცვლილებები პირად ცხოვრებაში.
თევზები
შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სასურველია საკუთარი შესაძლებლობები და პარტნიორის მიმართ პრეტენზიები ობიექტურად შეაფასოთ. გირჩევთ მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას.