1-ელ ივნისს ბავშვთა გასართობ ცენტრ „ბუმ ბუმში“ „ნაყინობანა“ გაიმართება

ბავშვთა გასართობი ცენტრი „ბუმ ბუმი“, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციისაა და შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მომხმარებელს ახალი იდეებითა და შემართებით უბრუნდება, სთავაზობს სხვადასხვა სახის საინტერესო აქციებსა და კამპანიებს.
როგორც ცენტრის დაფუძნებელი, ტატა ცუცქირიძე ამბობს, „ბუმ ბუმში“ საბავშვო კვირეული იწყება, რომლის ფარგლებში, პირველი ივნისიდან 4 ივნისის ჩათვლით, მომხმარებლები 50%-იანი, ხოლო 5-6 ივნისს კი 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მისი თქმით, ასევე, პირველ ივნისს, 18:00 საათზე, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მშობლებსა და შვილებს შორის სახალისო შეჯიბრი – „ნაყინობანა“ გაიმართება.
ამასთან ერთად, „ბუმ ბუმი“ პატარებს დაბადების დღის გადახდის შემთხვევაში გასართობ პროგრამასა და მენიუზე 10%-იან ფასდაკლებას, საჩუქრად კი ხილის ტორტს სთავაზობს. ცენტრის ხელმძღვანლის თქმით, აღნიშნული შეთავაზება ძალაშია 15 ივნისის ჩათვლით.
„მოგეხსენებათ, გასული წელი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და, არამხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის როგორი კრიზისული გახლდათ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიამ ბიზნესს მიაყენა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩვენმა გასართობმა ცენტრმა მუშაობა აღადგინა, ვიცავთ მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას, ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს ყოველდღიური თერმოსკრინინგი როგორც თანამშრომლების, ისე –  მომხმარებლების“, – ამბობს ტატა ცუცქირიძე.
მისი თქმით, „ბუმ ბუმში“ ასევე მოქმედებს აქცია „25+25“, რომელიც „ბუმ ბუმის“ ბონუსბარათზე 25 ლარის ჩარიცხვის შემთხვევაში საჩუქრად 25 ლარის დამატებას გულსიხმობს. აღნიშნული აქცია მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 31 ივლისამდე.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა გასართობი ცენტრი „ბუმ ბუმი“ არის ფართო, ულტრათანამედროვე კომპლექსი, საქართველოში ყველაზე დიდი და უნიკალური ლაბირინთით, საბავშვო სათამაშო ზონით – handsfree ( საშუალება, დატოვოთ ბავშვი “ბუმ ბუმის“ თანამშრომლების ყურადღების ქვეშ), ატრაქციონებითა და სათამაშო პარკებით, რომელიც ნებისმიერ გემოვნებასა და ასაკს აკმაყოფილებს. ატრაქციონებისა და სათამაშო აპარატების გარდა, „ბუმ ბუმი“გთავაზობთ 2 სადღესასწაულო დარბაზს უნიკალური დიზაინით, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, გრანდიოზული დაბადების დღეები გადაიხადონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები