08.08 – ენერგეტიკულად ძლიერი დღე: რას ნიშნავს ეს თარიღი და როგორ გამოვიყენოთ მისი ძალა?

დღეს 8 აგვისტოა – 08/08. ეს თარიღი არ არის უბრალო დამთხვევა ციფრების – ის სიმბოლოა ძალის, გამბედაობის, მატერიალური წარმატების და ახალი ენერგიის შემოსვლის.
რატომ ითვლება 08/08 განსაკუთრებულად?
ნუმეროლოგიურად
ციფრი 8 ასოცირდება ძალასთან, შესაძლებლობებთან, ფინანსებთან, მიზანმიმართულობასთან და ბრუნვად ენერგიასთან. ორჯერ 8 კი ამ თვისებებს აორმაგებს – ეს არის დღე, როცა ძლიერი ენერგიები აქტიურდება და ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, დაიწყოს რაღაც ახალი, გააქტიუროს მიზნები და შექმნას სტაბილურობა.
ასტროლოგიურად
08 აგვისტოს პერიოდს ხშირად უკავშირებენ “ლომის კარიბჭეს” (Lions Gate Portal) – ენერგეტიკული აქტივაციის ფაზას, რომელიც სირიუსის ვარსკვლავისა და მზის განსაკუთრებული პოზიციის დროს იხსნება. ითვლება, რომ ამ დროს ადამიანის ინტუიცია, შინაგანი ძალა და კავშირის უნარი სამყაროსთან იზრდება.
სიმბოლურად
ციფრი 8 უსასრულობის სიმბოლოა ჰორიზონტალურად. ის გულისხმობს უწყვეტ ენერგიას, დაბრუნებას, ციკლურობას – რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი რასაც დღეს გასცემ, დაგიბრუნდება გაძლიერებული ფორმით.
როგორ გამოვიყენოთ 08/08-ის ენერგია საკუთარი მიზნებისთვის?
💡 დაწერე სურვილები – დღეს იდეალური დროა სურვილების ჩამოსაწერად.
💡 გაასუფთავე სივრცე – როგორც შინაგანი, ისე ფიზიკური.
💡 იყავი მადლიერი – რაც უფრო მადლიერ ხარ, მით მეტი პოზიტივი მოდის.
💡 დაფიქრდი, სად გინდა იყო ერთი წლის შემდეგ – 08/08 არის კარი ცვლილებებისკენ.
08/08 ჩინურ კულტურაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან დღედ – ციფრი 8 ჩინურად ჟღერს ისე, როგორც სიტყვა „სიმდიდრე“. ამიტომაც ხშირად სწორედ ამ დღეს ირჩევენ ბიზნესის დაწყებისთვის ან ქორწინებისთვის.
ასე რომ, თუ გინდა ბედისწერამ ახალი კარი გაგიხსნას – დღეს საუკეთესო დროა, გადადგა პირველი ნაბიჯი. ნუ დაკარგავ ამ შესაძლებლობას.

კომენტარები

სხვა სიახლეები