„01:43 საათზე აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი შემოაბიჯებს“ – მიხეილ ცაგარელის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 24 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს. მისი თქმით, ხვალიდან ვირთხის წელი შემოდის. ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:

„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -06:00 –დან 17:23 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ, ეცადეთ მშვიდად გაიაროთ დღე და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ელექტროხელსაწყოებით სარგებლობისას.

01:43 საათზე აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი შემოაბიჯებს და ლითონის ვირთხაც სრულად გადაიბარებს უფლებამოსილებას ღორისგან. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, უმჯობესია გადაერთოთ მშვიდი ცხოვრების რიტმზე და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სავაჭრო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი მოსაზრების მტკიცება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ გადაღლას და ნერვიულობას, გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყვითელი, თეთრი, ყავისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აგატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ მშვილდოსანი და მერწყული“, – აცხადებს ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები