საახალწლო ხიზილალის ტარტები

ინგრედიენტები: ფრანგული პური ,,ბაგეტი“ – 1 ცალი, არაჟანი – 150 გრ, ხახვი – 1 თავი, მწვანე ხახვი – 1 შეკვრა. წითელი ხიზილალა – გემოვნებით, შავი ხიზილალა – გემოვნებით, ზეთი – 70 მლ.

მომზადების წესი: ბაგეტი თხლად დავჭრათ და ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. შემდეგ ხელსახოცზე დავალაგოთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. ხახვი თხელ რგოლებად დავჭრათ. თითეულ პურის ნაჭერზე 2 ცალი ხახვის რგოლი დავდოთ, შემდეგ – 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი ხიზილალა. ბოლოს კი მწვანე ხახვით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები