ინგრედიენტები: კრევეტები – 300 გრ, პური – 150 გრ, კვერცხი – 4 ცალი, სალათის ფურცლები, მაიონეზი, ზეთი.
მომზადების წესი: კრევეტები მოვხარშოთ. პური კუბიკებად დავჭრათ და ზეთმოსხმულ ტაფაზე შევწვათ. კვერცხი მოვხარშოთ და შუაზე გავჭრათ. თეფშზე სალათის ფურცლები მოვათავსოთ და ზემოდან კრევეტები, კვერცხი და სუხარიკები დავალაგოთ. ბოლოს კი მაიონეზი მოვასხათ.