​მუდამ იმ წიგნის გმირად დავრჩები, გველეშაპებს რომ ებრძვის – თინათინ ხიდაშელი​

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მთავარ ფოტოს ცვლის და სკოლის ასაკში გადაღებულ, ბაფთებიან სურათს აქვეყნებს.
“ეს ჩემი ახალი იმიჯია
ვიქნები ასე ცოტა ხანს ბაფთებით
ამ დროს სასწაულების მჯეროდა, ბევრს ვოცნებობდი, მჯეროდა მთებს გადავდგამდი, წიგნებს ვკითხულობდი და მერე სათითაოდ იმ წიგნების გმირი ვხდებოდი.
დავტოვებ ამ ფოტოს კარგა ხანს, იმის დასტურად რომ ბევრი არაფრი შეცვლილა. ისევ ისე მჯერა სასწაულების, ისევ ბევრს ვოცნებობ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ მთებს შევეჭიდები, და მუდამ იმ წიგნის გმირად დავრჩები, გველეშაპებს რომ ებრძვის.
მხოლოდ ესაა.
ახლა ვიცი, რომ სასწაულები თავისით არ ხდება და ოცნებების ასრულებისთვის ხანდახან ჯოჯოხეთის გზა უნდა გაიარო, ვიცი რომ სადღაც სანტა-კლაუსი არსებობს (მაშინ მისი არსებობა სულ არ ვიცოდი ), მაგრამ შენს ბუხარში რომ აღმოჩნდეს მთელი წელი ჯვარს უნდა ეცვა. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ უსაზღვროდ ცინიკური და ხანდახან ძალიან ბოროტია, მაგრამ სწორედ აქ არის ბედნიერების საიდუმლოც.
ჩემი ცხოვრების ყოველი ფრაგმენტი, როდესაც ბოროტებაზე, ტყუილზე, ცინიკოსებსა და ოცნებების მკვლელებზე ვიმარჯვებ, ამ პატარა ბაფთებიან გოგოს აცოცხლებს ჩემს ყოველდღიურობაში.
სასწაულების ისევ მჯერა, ოღონდ ეს არის, ჯოჯოხეთი ყოველ ჯერზე თავიდან გასავლელია,”- წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები