ინგლისში, აშდაუნის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ეს ზუსტად ის ტყეა, რომელიც საოცარი ტყის პროტოტიპი გახდა, სადაც საბავშვო ზღაპრის გმირი, ვინი-პუჰი ცხოვრობდა.
20 ჰექტარის ოდენობის ტყეში კვირას, 28 აპრილს ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ამ მასშტაბის ხანძარი ტყეში ღამით იშვიათად ჩნდება, თუმცა საფუძველი ეჭვისა, რომ ხანძარი განზრახ იქნა გაჩენილი, არ არსებობს.
სხვა სიახლეები