ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას სამხრეთით, წითელ ზღვაში, ზვიგენების თავდასხმის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა.
ადგილები, სადაც ზვიგენები ქალებს თავს დაესხნენ, ერთმანეთისგან დაახლოებით 600 მეტრითაა დაშორებული. დაღუპულთაგან ერთი 70 წლამდე, მეორე კი 40 წლამდე ასაკისაა.
დაღუპულთაგან ერთი (40 წლამდე ასაკის ქალი) რუმინელი ტურისტი იყო, მეორე კი (68 წლის ქალი) ავსტრიელი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეგვიპტეში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
ეგვიპტის გარემოს დაცვის მმინისტრის განცხადებით შეიქმნა კომიტეტი, რომელიც შეისწავლის თავდასხმების გარემოებებს და მათ უკან არსებულ ნებისმიერ სამეცნიერო მიზეზებს.
აღსანიშნავია რომ წითელი ზღვის სანაპირო ზოლი დახურულია.