ჰოლივუდში ბოლო დროს ჯეჯილის დიეტის ბუმია. ემილი ბლანტი, ჰაიდი კლუმი, კოლინ ფარელი, მეგანი ფოქსი, ეს მცირე ჩამონათვალია, იმ ვარსკვლავების, ვინც დღეს ერთი ჭიქა ჯეჯილის წვენით იწყებენ.
ჯეჯილის მოყვანა ყველამ ალბათ კარგად იცით. სახლის პირობებშიც ძალიან მარტივი გასაკეთებელია. თეფშზე დააფინეთ ბამბა და დაასხით წყალი. მოაყარეთ ხორბლის მარცვლები ორ კვირაში შეძლებთ მოსავალის მიღებას. შემდეგ ჯეჯილი უნდა გამოწუროთ.
როგორც ჰოლივუდელი ლამაზმანები ამბობენ, ჯეჯილის წვენს მაინცდამაინც კარგი გემო არ აქვს. ამიტომ ვარსკვლავები ერთ ჭიქა ჯეჯილის წვენს ლიმონის წვენსაც უმატებენ.
სასურველია, დღეში მიიღოთ ორი ან სამი ჭიქა ჯეჯილის წვენი. ვინც ჯეჯილის მოყვანას სახლის პირობებში ვერ მოახერხებს, მას შეუძლია, ინტერნეტით გამოიწეროს ჯეჯილი ფხვნილის ან კაფსულის სახით.
ჯეჯილი მულტივიტამინებითაა გაჯერებული და ორი ჭიქის მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ 4 – 5 კგ ხილს მიირთმევთ.
ჯეჯილი არეგულირებს წნევას, წმენდს კუჭ-ნაწლავს და ღვიძლს. საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაა.
ჯეჯილის წვენს თუ დალევთ იმ შემთხვევაში როდესაც დიეტაზე ხართ და მაშინ დამატებით 2- 3 კგ-მ დაიკლებთ.
თუ თქვენ ალერგია გაქვთ ხორბალზე, მაშინ ჯეჯილის წვენის მიღება არ შეიძლება.
წყარო: http://www.reitingi.ge