ჰოლივუდის მსახიობები, რომლებსაც პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავთ
“კვირა+” გთავაზობთ ჰოლივუდის ყველაზე “ნატურალურ” 9 მსახიობს, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ საკუთარი გარეგნობის გასაუმჯობესებლად ბოტოქსს და, ზოგადად, პლასტიკური ქირურგიის ყოველგვარ ჩარევას.
1. ჯულიანა მური, 55 წლის
2. ჯოდი ფოსტერი, 53 წლის
” არავითარი პლასტიკური ქირურგია! “- კატეგორიულად აცხადებს “ოსკარის” ორგზის ლაურეატი ჯოდი ფოსტერი. იგი ადასტურებს, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს სდომებია რაიმეს შეცვლა საკუთარ გარეგნობაში: “საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მათთან, ვინც იკეთებს პლასტიკურ ქირურგიას. უბრალოდ, მე მირჩევნია, ჩემს გარშემომყოფებს ვუთხრა, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, ნაცვლად იმისა, წარმოვჩინდე მათ წინაშე ჩემი გარეგნობით”.
2. ჯულია რობერტსი, 48 წლის
3. სალმა ჰაიეკი, 49 წლის
5. ბრუკ შილდსი, 50 წლის
1980-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა, რომელიც ცნობილი გახდა ფილმიდან “ცისფერი ლაგუნა”, განაცხადა, რომ ბოტოქსის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, სამუდამოდ დაივიწყა პლასტიკური ქირურგიის გზა. ალტერნატივის სახით – ლაზერული ტექნოლოგიები არსებობს, რომლებსაც ნაოჭების ეფექტური გაქრობა შეუძლიათ. ამიტომ ინდუსტრიის პროფესიონალები მსახიობის ამ სიტყვებს ირონიით ხვდებიან და ამბობენ, რომ შილდსმა ფილერები სიბერის ნიშნების დასამალად გამოიყენა.
6. კეიტ უინსლეტი, 40 წლის
“მე არასდროს დავთმობ! ეს ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენას ბუნებრივ სილამაზეზე. მე მსახიობი ვარ და არ მინდა, ჩემი სახე მხოლოდ ერთი გამომეტყველების იყოს”, – აცხადებს მსახიობი.
7. რეიჩელ ვაისი, 45 წლის
მსახიობი ღიად ეწინააღმდეგება პლასტიკური ქირურგიის ყოველგვარ ჩარევას: “რას შეიძლება გამოხატავდეს ბოტოქსით გაბერილი სახე? ეს არის რკინის ნიღაბი და არა სახე. ადამიანები, რომლებიც სრულყოფილად და ძალიან იდეალურად გამოიყურებიან, არ შეიძლება სექსუალურები ან განსაკუთრებულად ლამაზები იყვნენ”, – აცხადებს მსახიობი.
8. შერონ სტოუნი, 57 წლის
“მგონია, რომ დაბერების ხელოვნება გაძლევს უფლებას, იყო გარკვეულწილად არაიდეალური, მაგრამ შესაძლებელია, იყო სექსუალური და მგრძნობიარე. მე არ ვეწინააღმდეგები პლასტიკურ ქირურგიას, მაგრამ საკუთარი თავის შეცვლა ამ გზით, ჩემი აზრით, ნორმალური არ არის.
9. ჰოლი ბერი, 49 წლის
კიდევ ერთი ცნობილი „ოსკაროსანი“ ქალი, რომლის სილამაზესაც პლასტიკურ ქირურგიას მიაწერენ, თუმცა, ეს ყველაფერი ტყუილია. მსახიობი არავითარ პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს ძალიან კარგი გენეტიკის წყალობით.