ნიუ-იორკის მაღალი მოდის კვირეულზე „ჟივენშის“ ახალი კოლექცია წარმოადგინეს. დეფილეს ჰოლივუდის ვარსკვლავები და მრავალი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის- ჯულია რობერტსი, კიმ კარდაშიანი, ირინა შეიკი, ლეტიცია კასტა, უმა ტურმანი, ლივ ტაილერი, ნიკი მინაჟი, კრისტენ სტიუარტი და სხვა ცნობილი სახეები.
ჩვენებაზე ინციდენტიც მოხდა. პოდიუმზე გამოსვლისას Victoria’s Secret-ის მოდელი ქენდის სვეინპოლი მოულოდნელად წაიქცა. გთავაზობთ ნიუ-იორკში გამართული ჩვენებიდან ფოტოებს, რომლებიც ფოტოგრაფებმა Givenchy SS16-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარმოდგენის დროს გადაიღეს.