ჰოლივუდის ბევრმა ცნობილმა და კაშკაშა ვარსკვლავმა კარიერა არც მეტი, არც ნაკლები, პორნოინდუსტრიაში დაიწყო. იყო დრო, როდესაც წითელი ხალიჩის ნაცვლად, თავს პორნოფილმებში და პორნოვიდეოებში იწონებდნენ. მათ შორის იყო:
1. ჯინჯერ ლინი.
ის 80-ან წლებში ხვდებოდა ჩარლი შინს და ემილიო ესტევეზს, რის გამოც ის გამოჩნდა Young Guns-ის ორივე ნაწილში. 90-ან წლებში კი მიიღო როლები რამდენიმე ფილმსა და სერიალში. ამის შემდეგ მსახიობი დაუბრუნდა პორნოს, თუმცა პერიოდულად მონაწილეობს მხატვრულ ფილმებში. მან შეასრულა ეპიზოდური როლები ფილმებში: „ეშმაკის განდევნა“ და „ამერიკული ნამცხვარი“.
2. ტრეისი ლორდსი
ლორდსი საკმაოდ ნაყოფიერი პორნომსახიობი იყო, სანამ მას FBI დააკავებდა.
ტრეისიმ გააყალბა თავისი ასაკი და ის მხოლოდ 16 წლის იყო, როცა პორნოფილმებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. მისი დაპატიმრების დღეს მას უკვე 100 ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან მხოლოდ 1 იყო ლეგალური.
ტრეისი მალევე დაუბრუნდა თავის პროფესიას, თუმცა ამჯერად მან პორნოს მხატვრული ფილმები არჩია. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს რეჟისორები სერიოზულად არასდროს უყურებდნენ, მან მაინც შეძლო და მონაწილება მიიღო 30-ზე მეტ ფილმსა და სერიალში, რითაც ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი გახდა, რომელმაც გადალახა ზღვარი პორნოგრაფიასა და სინემატოგრაფიას შორის.
3. სილვესტერ სტალონე
სანამ სტალონე როკი ბალბო გახდებოდა, მან კამერის წინ გაიხადა და პორნოფილმში – The Party at Kitty and Stud’s („ფისუნიასა და ულაყის წვეულება“) მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც დამწყებმა მსახიობმა 200 დოლარი აიღო. მას მერე, რაც როკი და „რემბო“ გამოჩნდა, ფილმი ხელახლა ჩაუშვეს გაქირავებაში შეცვლილი სახელწოდებით: The Italian Stallion („იტალიელი ულაყი“).
4. კამერონ დიასი
კამერონ დიასი პორნო ვარსკვლავი არ ყოფილა, თუმცა მან მონაწილეობა მსუბუქ პორნოვიდეოში ნამდვილად მიიღო. მას შემდეგ, რაც კამერონმა უკვე სამსახიობო კარიერა გაიკეთა, უდიდესი დრო და ენერგია დახარჯა, რომ ეს ვიდეო აეკრძალათ და ინტერნეტიდან ამოეღოთ, თუმცა თუ „გუგლში“ ჩაწერთ Cameron Diaz Sex Tape -ს, მიხვდებით, რომ მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში ბევრი არაფერი ხდება და ჩანს მხოლოდ კამერონის პოზირება (განსაკუთრებულად ჩაცმული) ფოტოგრაფების წინაშე, და ვერაფრით ვერ შეედრება ვერც „კალიგულას“, ვერც სტალონეს პორნოფილმებს, მისმა ვიდეომ მაინც დიდი ხმაური გამოიწვია ინტერნეტში.
5. ჯეკი ჩანი
სანამ ჯეკი ჩანი ჰოლივუდურ ფილმებში მიიღებდა მონაწილეობას, ჩინურ პორნოკომედიაში All in the Family (ყველა ოჯახში) ითამაშა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პორნოში მონაწილეობის მიღებას არ ნანობს.
6. არნოლდ შვარცენეგერი
თითქმის ყველამ იცის, რომ გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ბოდიბილდერი იყო და „მისტერ ოლიმპიას“ მოგების შემდეგ გახდა მსახიობი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მან შიშველმა იპოზიორა ერთ-ერთი ცნობილი გეიჟურნალისთვის.